26 მაისთან დაკავშირებით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები ბიზნეს სექტორიდან, კულტურის სფეროდან და ქართული დიასპორიდან.

ესპანეთში, ქ. ალიკანტეს ცენტრალურ პარკში, ქართული დიასპორული ორგანიზაციის ორგანიზებით და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება
ამასთან, ქ. ვილაფრანკაში საქართველოსა და ესპანეთოს ენოტურიზმის ასოციაციების და ქართველი სტუდენტების, ორგანიზებით და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა ქართული  დღეები.
26 მაისის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ჯაკარტას უმთავრესი ღირსშესანიშბაობა, ეროვნული მონუმენტი (Monas), საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება