fbpx

25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში – დავით ხიდაშელი

ვინ არის და რას საქმიანობს დავით ხიდაშელი – ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საგამოძიებო უწყებას საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი გადასცა საკუთარ საქმიანობაზე საუბრობს

როგორც ბიზნესმენი „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ის 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ფლობს ბიზნესებს

„დავით ხიდაშელი არის საქართველოს მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. 25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს. არის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი, მედიცინის ბიზნესი, ბიოტექნოლოგიების ბიზნესი. ვფლობ ამ ბიზნესებს, ზოგჯერ ვმართავდი, მაგრამ დღესდღეობით, 100 პროცენტით ვმუშაობ ჩემზე.

საბერძნეთში მე ვარ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბერძნული კომპანიაა “ინტერ კომ ტელეკომის” და 15-20 პროცენტი ჩემი ბიზნესია. სხვა ბიზნესებიცაა. რუსულ კორპორაცია “სისტემის” ჩემი მეგობარია ამ კომპანიის მფლობელი, რომელსაც ვიცნობ 390 წელზე მეტია“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია