ფესტივალში 7 საბავშვო თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას, სასცენო დადგმებს კი, ჟიური შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.
ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სიღნაღს შვეიცარიული თეატრალური დასი საკუთარი სპექტაკლით ეწვევა.
„ქიზიყი-2025“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდება.