ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა. პრემიერის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. „ძალიან მნიშვნელოვან სამიტს ვესწრებით აბუ-დაბიში, რომელიც ძირითადად ეხება ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებს. დღეს მონაწილეობა მივიღე გახსნის ღონისძიებაში. ასევე დღეს დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს, განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყნებს შორის და ასევე კონკრეტულ კომპანიებთან. პოტენციალი ძალიან დიდია. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ხვალ მექნება გამოსვლა სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2026
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ცრუდა ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე. ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით. 2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე. პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი). სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
ლადო სადღობელაშვილი ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის დადანაშაულებაზე: ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა!
ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის…
ნუნუშა ვასაძე: ძალიან ვუჭერდი მხარს ირაკლი ღარიბაშვილს, არანორმალურად მეწყინა, როცა კორუფციაში გახვეული აღმოჩნდა და უბრალოდ გავჩუმდი – გუშინ ვიღაცებმა კინაღამ წმინდანად შერაცხეს. ა
“ახლა მომისმინეთ ყველამ, ბიძინას რომ ორი მილიარდი დაუსანქცირეს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი თურმე მაშინ იპარავდნენ ფულს და…
პრემიერი – აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით,…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ…
ეკა სეფაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, ადასტურებს იმას, რომ გლობალური ომის პარტიის მიზნები შესრულებული არ არის
„ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და დემოკრატიის დაცვა საჭიროა როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“…
რეზა ფაჰლევი კითხვაზე, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ირანში მოქალაქეების სიკვდილზე: ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება
„არის თუ არა პასუხისმგებლობიანი ირანში მოქალაქეების გაგზავნა სასიკვდილოდ? თქვენ გეკისრებათ თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა?“ – ამ…
ჩახუნაშვილი, რომელიც BBC – ის ფილმში “კამიტის კვლევის” ავტორად არის მითითებული, სოცმედიაში ჩუჩის გადაწევის საკითხებზე სასწავლო ვიდეოს ავრცელებს
შეიძლება თუ არა ჩუჩის გადაწევა?“ – საზოგადოებას ამ კითხვით მიმართავს კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC – ის…
თამარ ჩიბურდანიძე: მაია სანდუს განცხადება მოლდოვას რუმინეთთან შეერთებაზე, არის დასავლეთის ახალი გეგმა, რაც ახალი ომის საწინდარია. სანდუმ კი, საკუთარი სამშობლო ჩააბარა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში მაია სანდუს იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ემხრობა მოლდოვას…
ეკა სეფაშვილი: კაია კალასი სწორედ გარე ძალების დავალებების შესრულებით არის დაკავებული და არა ევროკავშირის განვითარებით
„რობერტ ფიცომ ხმამაღლა გააჟღერა ბოლო დროინდელი ბრალდებები კაია კალასის მიმართ, რომელიც აშკარად არ ასრულებს ევროპელი ხალხების…
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხით ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით ერთმანეთს უპირისპირდებიან-POLITICO
POLITICO-ს ინფორმაციით, გერმანია და ნიდერლანდები, საფრანგეთს უპირისპირდებიან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით გამოყოფილი სესხით ამერიკული იარაღის შეძენასთან…
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა…
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად “შუა დერეფნის” განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი
აბუ-დაბიში მიმდინარე მდგრადი განვითარების კონფერენციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებაში,…
დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე BlackRock-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან რიკ რიდერთან გასაუბრებას გამართავს-Fox Business
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას კომპანია BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მიმართულების მთავარ საინვესტიციო ოფიცერ რიკ…