„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. პრემიერის თქმით, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ – ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთიდაიგივე. „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, ყველა სხვა, ესენი სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ – ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ პოლიტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადებებს ისინი უკვე მრავალი წელია აკეთებენ, მათ უყვართ ბაქიბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც უნდათ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2026
ალის ვაიდელი: გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას
გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასა და სამთავრობო კოალიციის პოლიტიკას…
პრემიერი – ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე
მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, – ამის…
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს
ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი
ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული,…
ირაკლი კობახიძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ – ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ, თუმცა, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა
ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა. „მეოთხე – სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ. თუმცა, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა და ამგვარი პოლიტიკური და ინდივიდუალური ინტერესი ვარაუდის დონეზეც არ ახსენა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერცერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა „წამებას“ ის, მართალია არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც, ანგარიშში მრავალგზის იყენებს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამგვარი ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ მყისიერად დაგმო. მეტიც, ხელისუფლებამ ამგვარი ფაქტებიდან სათანადო პრაქტიკული დასკვნებიც გამოიტანა, რისი საუკეთესო დასტური 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები ამ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული იყო, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იმგვარად აღკვეთეს, რომ უმნიშვნელო ზიანიც კი არავის მიუღია“, – განაცხადა პრემიერმა.
კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს, 101 წელი შეუსრულდა. იუბილარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა…
33 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე: „15 -16 მარტი, ესაა დღეები, როდესაც, ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა,…
პრემიერი ეუთოს ანგარიშზე – ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა, ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს
გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს შესახებ. ვიდრე ანგარიშში წარმოდგენილ კონკრეტულ დასკვნებს…
ირაკლი კობახიძე -ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. „რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“, – განაცხადა პრემიერმა.
ედიშერ გვენეტაძე: დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის, არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად
ძალიან არ სიამოვნებს ე წ. ოპოზიციას სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას, რომ ვაშინგტონში, აშშ პირველი ლედის მელანია…
შოთა ბერეკაშვილი- ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის. საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე
როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები- განაცხადა…
ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს: ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლოების საკეთილდღეოდ – ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ
ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს…
“დეილი ჯგუფის” მმართველი პარტნიორი: ევრო დირექტივაში სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, საუბარია აგრო-კულტურისა და ფერმერების დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ ფერმერს თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება გაყიდვის ალტერნატიული არხის მოძებნისთვის
როდესაც ასიმეტრიაზეა საუბარი, გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი მომწოდებლები ასევე არიან მსოფლიო ბრენდები: “პროქტერ ენდ გემბლი”, “უნილევერი”,…
ეკა სეფაშვილი: მიმწოდებლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებები ქსელურ მარკეტებთან კაბალურია – საინტერესოა, რამდენად ხშირად მიმართავენ მწარმოებლები სასამართლოს ამ ხელშეკრულებების გასაჩივრების მიზნით
ფასების რეგულირების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომისიის სხდომაზე შეკითხვები დაუსვა „ნიკორას“ წარმომადგენელს,…