შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას. „კლიმატის ცვლილებები აისახება მთელს მსოფლიოზე, არა მხოლოდ საქართველოზე. ჩვენ სამწუხარო შემთხვევებიც გვქონდა, სტიქიები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რისკები შეამციროს. რისკების შემცირების ერთ-ერთი პირველი ეტაპი არის კვლევების ჩატარება, ანუ იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შეიძლება გარკვეული საფრთხე არსებობდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა. ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი ჩატარდა. შემდეგ მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია. მყისიერი უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, ინფორმაციის მიწოდებას, რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ეს ზოგადად ძალიან აპრობირებული მეთოდია, მათ შორის, შვეიცარიაში და მათ ეს კარგად გამოიყენეს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სტიქია ემუქრებოდა სოფელს. ადრეული გაფრთხილების სისტემამ მეტწილად დააზღვია ზიანი, რომელიც იქ დადგა და ვფიქრობ, რომ ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებით რისკების შემცირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი საფრთხე ამ ეტაპზე არსად არ ფიქსირდება. არის გარკვეული ადგილები, სადაც რეკომენდაცია გაიცა და წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა, ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია იქნა გაცემული“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
წელი: 2026
ლევან ჟორჟოლიანი-შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა,წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა,ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია გაიცა
ლევან ჟორჟოლიანი – სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია
სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, – ამის…
ლევან ჟორჟოლიანი – გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდგომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის…
Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, გააფორმა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები…
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედუკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალურიხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველამხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისგათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.…
ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა-დავით მათიკაშვილი
დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე…
ირაკლი ქადაგიშვილი – ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს
ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით…
დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია.ეს ინიციატივა ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, არამედ მედიის გაჯანსაღებასაც
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი…
სუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ისინი მხოლოდ ფასთა…
გიორგი ცუცქირიძე: მსხვილ ქსელებს აქვთ მასშტაბის ეკონომიის უპირატესობა, ანუ უფრო დაბალი შესყიდვის ფასები და ეფექტიანი ლოჯისტიკა – ეს უპირატესობა არ აისახება საბოლოო ფასზე. პირიქით, ფასები ხშირად სტაბილურად მაღალი რჩება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი ფუნქციონირებს ოლიგოპოლიური ლოგიკით
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მაღალი ფასები შესაძლოა მარკეტების სიმრავლეს უკავშირდებოდეს…
ეკა სეფაშვილი: ევროკომისიის მიერ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყება, არის გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება
პარტია „ხალხი ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, დაიწყოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის…
ეკა სეფაშვილი: „დიფ-სთეითი“ ჯერ კიდევ ძლიერია და შეუძლია გარკვეული გავლენების მოხდენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის ძლიერ ქვეყნებზეც
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის…
პრემიერ-მინისტრი: ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს
ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ…
გურამ დუმბაძე – მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის 6 თვის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონამდე ლარს – ეს ძირითადად არის დაუსაბუთებელი შესყიდვები, გაუმართავი ტექნიკური და სატენდერო დოკუმენტაციები, რომლებიც დაუბრუნდა შემსყიდველ ორგანიზაციებს
საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის ექვსი თვის საქმიანობის ეფექტი შეადგენს 300 მილიონამდე ლარს, –…
ირაკლი ჩიტაია – მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის მანძილზე განხილულ იქნა დაახლოებით 600 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად მიღებულმა ჯამურმა ეკონომიამ 120 მლნ ლარი შეადგინა
შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის მანძილზე განხილულ იქნა დაახლოებით 600 მლნ ლარის ღირებულების…