განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. „საქართველოში სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ახლა ძიუდოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა, მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს. მათი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა და მადლობა მათ ამ ძალისხმევისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2026
ირაკლი კობახიძე – 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისათვის მივმართეთ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანება და მათთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ უნდა იყოს ადგილი
ირაკლი კობახიძე – 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისათვის…
პრემიერი – სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი
ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ქალბატონი…
აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ჩერგოლეიშილს: ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი? – საინტერესო სტრატეგიაა, ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ქუთაისელებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც ფანქველაშვილი ამბობს, მათ 50…
პრემიერი – უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, კორუფცია ყვავის, მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ბოლო 5 წელში 14 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის და ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები
ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ…
ირაკლი კობახიძე – როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს
როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. „როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ენჯეოები. ყველა იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა. მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. პარტიები, ენჯეოები, მედია საშუალებები, ყველა იყო ჩართული ამ უმძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, ჩვენი კონტრკამპანიით. ახლა ცდილობენ, წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს
რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც…
ირაკლი კობახიძე გერმანიაზე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს,…
ირაკლი კობახიძე – მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან, ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია – რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ, ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით
საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც. „საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. პოლიტიკური თანამდებობაა მინისტრის თანამდებობა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც, დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ნაძალადევში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
მუხიანის IV მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის IV მიკრორაიონის N42 კორპუსის მიმდებარედ სკვერს მოაწყობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ…
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა. როგორც მან…
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თბილისის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ…
ანა კორსი: “საოცარია იმის ნახვა, რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა, მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების განვითარების კუთხით”
„მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ანა კორსმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. მხარეებმა მიწის ადმინისტრირების პროექტზე – „მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“, მის ინოვაციურ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრეს. „მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალი ინოვაციების შედეგებს და, როგორც ყოველთვის, მოხარულნი ვრთ, რომ მხარს ვუჭერთ საქმიანობაში იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა.
თამარ ზოდელავა: „საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, როგორც წარმატებულ მოდელს, მსოფლიო ბანკი სხვა ქვეყნებს გაუზიარებს”
ვაშიგტონში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობაზე, მის შთამბეჭდავ შედეგებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის შედეგები მაღალ დონეზეა შეფასებული და იგეგმება საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, როგორც წარმატებული მოდელის გაზიარება სხვა ქვეყნებისათვის“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. თამარ ზოდელავა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევით ნაშრომს წარადგენს, რომელმაც წარმატებით გაიარა კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესი და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება მოიპოვა. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთანაც.