ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს. „ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს. თუმცა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე, სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.
თვე: ივლისი 2026
გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა…
ლევან ჟორჟოლიანი – 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია
2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები შესყიდვების სააგენტოსთან ერთად. “2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უნისონში მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ბაზრის კვლევის, შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად და მათი მუშაობის ეფექტი არის ძალიან დიდი. მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს გეტყვით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, რომელიც უშუალოდ დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა. ასევე ჩვენ გვაქვს შემოწმებები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საიდანაც ასევე რამდენიმე ათეული მილიონის დაზოგვა მოხდა. ჩვენ ამას აქტიურად ვაგრძელებთ. ასევე, მხოლოდ რეალურ დროში აუდიტით რომ არ იყოს შემოფარგლული ეფექტიანობის დეპარტამენტი, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სარეკომენდაციო მიმართულებები, ანუ მივცეთ უწყებებს გარკვეული მიმართულებები, სად იქნებიან უფრო ეფექტიანები, რომ საერთოდ ჩარევა არ მოგვიწიოს, წინასწარ დავაზღვიოთ მათ შორის ესეც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები შესყიდვების სააგენტოსთან ერთად. ჩვენი ჩართულობით ამოქმედდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზღვევს კორუფციულ რისკებს. ამ მიმართულებით და ნახევარი მილიონის ზღვრის ზევით შესყიდვა წავიდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ასევე კარგად მუშაობს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელმაც შეძლო 4 მილიარდის შესყიდვების ბაზრის კვლევის აწევა, საიდანაც 75% დასრულდა დადებითი შედეგით. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა და სამხარაულმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური ჩართულობით, დაადგინა ფასები. სამშენებლო ფასები, რომელიც ყოველთვის პრობლემური იყო 35 წლის განმავლობაში, ეს იყო სერიოზული აქილევსის ქუსლი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურაზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, წარმატება, ზრდა და ამ მიმართულებით როდესაც სამშენებლო ფასებში არის გაურკვევლობა, დიდ პრობლემებს ქმნიდა ხოლმე ეს. მაგრამ სამხარაულმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ დაადგინეს არა მარტო ხელფასები, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა კონკრეტული პროექტის შედგენის დროს, ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, ასევე აქ საუბარია მასალებზე, მანქანა-მექანიზმებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შეიძლება მშენებლობას შეეხოს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით. იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის…