საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედ მზარეულებს, უკვე მეორედ, მსოფლიოს ერთ-ერთ…
დღე: მაისი 11, 2026
შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ – ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრობიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე, მაგრამ არანაირი განსხვავება პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის
პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები…
სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026“ გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026“ გაიმართა. საფეხბურთო კლიბ “სამტრედიის” მიერ ორგანიზებულ…
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
მიმდინარე წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ფაჩულია, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისთავს ეძღვნებოდა. ცერემონიის მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, გენერალური კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა. აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს. მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი -“ერთად გადავწყვიტოთ’’, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას, განცხადებას ეხმიანება,…
ბათუმმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
ჩემპიონატი 9-10 მაისს გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის საზეიმო…