დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას –…
თვე: მარტი 2026
ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის
ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. „მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. „ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა, არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
კახა კალაძე: მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი – ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ
თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუშეტყობინება რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ თბილისის…
ირაკლი კირცხალია – არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას
თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად – ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა,…
კახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოსმოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის
„მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვისჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმაკახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა
2026 წლის 4 მარტს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ამ კონტექსტში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონული სტაბილურობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა, აქტიური წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. https://mfa.gov.ge/news/322370-saqartvelos-sagareo-saqmeta-ministri-maka-botchorishvili-somkhetis-respublikis-sagareo-saqmeta-minis
ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს – ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
„თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ…
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძემ…
გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე,საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების…
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული…
დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად – ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
„მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით,“ – წერს…
ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტასაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვისუზრუნველყოფის მიზნით.ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღისმრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი…
ზელენსკი: მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და უნგრეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებს წააგებს, რის შემდეგაც…
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ახალ ადმინისტრაციასთან
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას…
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ…