არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ სტატუსის ე.წ სქრინს აქვეყნებს, რომელიც ნიკა გვარამიას “ტვ…
თვე: თებერვალი 2026
დიმიტრი ხუნდაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება — პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული
სოციალურად დაუცველთა ბაზაში ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასა და სიღარიბის შემცირების პარალელურ ტენდენციებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის…
გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე: ,,კამიტის” ე.წ. სკანდალი ჩაგვივარდაო და დიდი აყალმაყალია ნაცებში. ,,ქიმიურ მოწამვლად” ცდილობენ გადააკეთო
გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე: ,,კამიტის” ე.წ. სკანდალი ჩაგვივარდაო და დიდი აყალმაყალია ნაცებში. ,,ქიმიურ მოწამვლად” ცდილობენ…
გიორგი გამსახურდია: ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები
გიორგი გამსახურდია: ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები…
POS.TV- დღეს 21:00 საათზე “კამიტის მოწამვლასთან “ დაკავშირებით,იგეგმება განცხადების გავრცელება
POS.TV-ის ინფორმაციით, დღეს 21:00 საათზე “კამიტის მოწამვლასთან “ დაკავშირებით, აქციის მონაწილეებისათვის, ინფორმაციის შეგროვების შესახებ მოწოდება იგეგმება.…
კახა კალაძე: სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია – გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ
თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებულიტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების…
ირაკლი კობახიძე – სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლაც არის ამის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება
ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა,…
პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება…
კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რაცევროპაშია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისდადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითისაქმიანობის უფლების გაცემის…
კახა კალაძე: ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს
„ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და…
ირაკლი კობახიძე – ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ – საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია, ჩვენი ამოცანაა,თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში
ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია, ხელისუფლების ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. „საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია. ჩვენი ამოცანაა, თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ვინც ამას ეწინააღმდეგება, იმას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესები. ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ასევე ეხება ეს თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ა.შ. ამაზე ღიად გვქონდა საუბარი ჩვენ შესაბამისი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მიზანია, თვისებრივად გაუმჯობესდეს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიას მივაწოდეთსრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში
ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავიტარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. „ჩვენ ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა რაც უხარია სააკაშვილის, ის არ უხარია ქართველ ხალხს. რაც „ნაცს“ უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და…
ირაკლი კობახიძე ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს…
ირაკლი კობახიძე -ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები,კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები,რაც ნიშნავს იმას,რომ გამოკვეთილია სფეროები,სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ გაუწევს კონკურენციას
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას. აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.