ირაკლი კობახიძე – სულ უფრო ხშირად  საუბრობენ ევროპელიბიუროკრატები იმასთან დაკავშირებით, რომუნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის დაწყება,ორმაგი სტანდარტები არის სერიოზული პრობლემა დღეს  ევროპულ ბიუროკრატიაში

სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპელი ბიუროკრატები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის დაწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას  განაცხადა. პრემიერის თქმით, ევროკავშირმა მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და შეიცვალა დამოკიდებულება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიმართ. „როდესაც ევროკავშირში იწერება ხოლმე ობიექტური შეფასებები, ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტები დგება, იქ ყველაფერი ისეა ხოლმე ასახული, როგორც ეს არის სინამდვილეში. ამის საპირწონედ ხშირად არის უხეში პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან. ეს არის მორიგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და ამ ფონზე შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიმართ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპელი ბიუროკრატები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის დაწყება. ამ მცირე გადახვევით ორმაგ სტანდარტებზე მსურს ხაზგასმა. ორმაგი სტანდარტები არის სერიოზული პრობლემა დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით ევროკავშირი დაძლევს თავის პრობლემებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე: თსუ და სტუ აღარ ერთიანდება- პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელსაც ესმის ხალხის და მისი ნების მიხედვით იღებს ყველა გადაწყვეტილებას

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე: თსუ და სტუ აღარ ერთიანდება- პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელსაც…

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე: თსუ და სტუ აღარ ერთიანდება- პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელსაც ესმის ხალხის და მისი ნების მიხედვით იღებს ყველა გადაწყვეტილებას

გიორგი გამსახურდია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას აფასებს იმის თაობაზე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში

ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის,…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, დღეს თუ განათლების ხარისხი საქართველოში არის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი, შეგვიძლია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს ხარისხი თვისებრივად ავამაღლოთ

ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება…

დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ექსპერტის განცხადებით, დონალდ ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისიას…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეაჩერა საქართველოსთან, ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს

ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა…

ირაკლი კობახიძე-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და არატექნიკური  მიმართულებები დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ  უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება

შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. „საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა.  ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე  არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას,  აკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა. „ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

დავით ქართველიშვილი: ველოდები, რომ 17 მაისს საქართველოში მართლმადიდებლების მილიონიან მსვლელობას აშშ-ის საელჩო შეუერთდება და აღნიშნავს დღეს, რომელიც მათი პრეზიდენტის მიერ მაღალფარდოვანი სიტყვით „ეროვნული ლოცვის დღით“ არის შემკობილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას 17 მაისის ოჯახის და ლოცვის დღედ…

ComCom-ის თავმჯდომარემ ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მილანის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების…

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტუგენჰატი: ბრიტანეთს მხოლოდ რვა დღის სამყოფი საბრძოლო ამუნიცია აქვს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ტომ ტუგენჰატი X-ზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის მარაგების დეფიციტზე მიუთითებს და აცხადებს, რომ…

ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ პრეზიდენტის სტატუსით დარბოდა, მერე, შეიძლება, დედოფლობაც უნდოდა. დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად. რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით

„ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად, როგორ ანეკდოტადაც არის მიჩნეული მისი თითოეული ნაბიჯი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის…

პირს მორგანი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი

გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგანი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება…

ირაკლი კირცხალია: განათლების რეფორმა არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული – ასეთ მასშტაბურ რეფორმას, რა თქმა უნდა, მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია

ეს არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული რეფორმა და მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია უფასო სწავლება სახელმწიფო…