მიხეილ ყაველაშვილი: ის, რომ მე ამ ქვეყანასთან ერთად ომში მითრევ და მეუბნები, ერთნი ვართო, ერთი დროშა გვაქვსო, ჩემი დროშა გააფერადე, უკრაინის ფერებში დამიხატე და ჩემს ბავშვებს აჩვენებ, რომ ეს არის მომავალიო, ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნესთქო, თურმე ამ პროცესების მიზეზი, [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სულ რამდენიმე, ქვეყანა იყო, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა დიდ ქვეყნებს, ჩარეულიყვნენ და ომი შეეჩერებინათ. „განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნესთქო, თურმე ამ პროცესების მიზეზი, ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები. ჯერ ერთი, აშშ-ის პრეზიდენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ის რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა, ხომ? ჩვენ პირველი დღეები გვახსოვს, მანამდე მოწოდებები და მინიშნებები ბაიდენის მხრიდანაც, რომ ეს ომი დაიწყება და გარდაუვალია ეს პროცესები? სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანა ვიყავით, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა ამ დიდ ქვეყნებს, ჩაერიეთ, რომ ამ პროცესების შეჩერება როგორმე მოხდესთქო. ფაქტია, ეს მაშინაც შესაძლებელი იყო. მგონი, აღარ არის დამალული, საზოგადოებამ იცის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. არის სპეკულაციები, რაღაც შეხვედრები, თითქოსდა გამოიკვეთება, რომ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.…