არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი  მოეწერა შეთანხმებას,რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელთა წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. “დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია – ცნობილი EMAAR-ჯგუფი. განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR-ჯგუფს, მის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სინამდვილეში აქვს თვითლიკვიდაციის გეგმა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა

ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე – აბუ -დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს,რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო,6მლრდ  დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში

დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ  დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის  შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში  ქართველ  ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება  განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს  ეკონომიკური განვითარებისთვის. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან,  ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის  ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.…

პრემიერი –  ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომპანიებთან

ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, –  ამის…

თეა წულუკიანი სტრასბურგში ოპოზიციის ფაშისტურ ბულინგზე: გუშინ მორიგი მაწანწალა „მიშისტები“ აგვეტორღიალნენ – ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, რწმენისთვის, კულტურისთვის, გადარჩენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ მას ვინმე თავს ესხმოდა, ამიტომ ასეც შეუძლიათ გააგრძელონ

სიმბოლურია, რომ ევროპამ და განსაკუთრებით, სხვა ქალაქებთან ერთად, სტრასბურგმა, ძალიან ბევრი რამ ნახა ამ ქუჩებში, ნახა…

გივი მიქანაძე: რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია. ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს…

გივი მიქანაძე: დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ცალკე განსახილველ საკითხს წარმოადგენს მონიტორინგის ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით- ჩვენს მხარეს არის აბსოლუტურად ყველა არგუმენტი

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ცალკე განსახილველ საკითხს წარმოადგენს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით…

თეა წულუკიანი: არსებობს ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა ევროსაბჭოს ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, თუ რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და…

თეა წულუკიანი: შუამდგომლობებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგაა აღძრული, ძირითადად უკრაინელი, ბალტიისპირელი და რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს – ოთხშაბათს გადაწყდება ჩვენს დელეგაციას არ დაუშვებენ PACE-ზე, ისე როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, თუ – პირიქით

ჩვენ ყველას ვეუბნებით, ვისაც დღემდე შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით და გავიმეორებთ ყოველთვის, რომ არანაირი…

გივი მიქანაძე სტრასბურგში განხორციელებულ ფაშისტურ ბულინგზე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე. გუშინდელი მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სტრასბურგში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე განხორციელებულ ბულინგს ეხმიანება.…

თეა წულუკიანი-ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ იმიტომ, რომ ვართ მართლები, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობაც კი არ არსებობს და ამ დროს, ჩვენ ვატარებთ ისეთ არჩევნებს, რომელზეც დასავლური კომპანიები ამბობენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის გაყალბება შეუძლებელია

„ჩვენ როცა ვართ მართლები, უნდა ვიყოთ მშვიდად. ამ ქვეყნებში, რომლებიც დღეს შესაძლოა შეეცადონ, ლინჩის წესით გაგვასამართლონ,…

დავით ქართველიშვილი: კაია კალასის მეუღლე ფლობს წილს კომპანიაში Stark Logistics, რომელიც სპეციალიზებულია სატრანსპორტო გადაზიდვებზე, ძირითადად რუსეთში. ომის დაწყების შემდეგ Stark Logistics აგრძელებდა გადაზიდვებს რუსეთში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში კაია კალასის განცხადებას ეხმიანება, სადაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.  საქართველოს…

ნოტარიუსთა პალატისგამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა საერთო კრებასგასული წლის ანგარიშიდა 2025 წლის გეგმებიწარუდგინა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე; ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ მიმართულებით უწყებამ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – საქართველოსნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა. იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია, ასევე, შშმ პირთათვის სანოტარო სერვისების მისაწვდომობა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება.  ამ მიზნით ნოტარიუსთა პალატის მიერ ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით უკვე ადაპტირდა 5 სანოტარო ბიურო, მათ შორის ორი – თბილისში, ბათუმში,  წნორსა და მარნეულში. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა სანოტარო ბიუროს მოიცავს. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთო კრებაზე სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან  მომსახურებას მიიღებენ. საერთო კრებაზე გაიმართა ახალდანიშნული  ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონია. 2024 წელს თანამდებობაზე 10 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა.

მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე

მარიამ ქვრივიშვილი