ზაზა შათირიშვილი: პოლიტიკურ სვავებს მიმსგავსებული უსამშობლო რადიკალები სხვადასხვა დროს ბაჩალიაშვილის, სარალიძის, შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტებს ბინძური პროპაგანდისთვის იყენებდნენ – ბოლო რამდენიმე დღეა კიდევ ერთხელ ვადევნებთ თვალს მორიგ ამორალურ კამპანიას, რომელიც თბილისში მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება

ტრაგედიით მანიპულირება, ადამიანების გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერა კრებსითი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ ბუნებრივი ამბავია, ქართულმა საზოგადოებამ ეს…

ზაზა შათირიშვილი: სააკაშვილი და მისი ბანდა მაოხრებელი გზირის მძიმე როლს წლებია ასრულებენ, მათი დანაშაულებრივი ნაბიჯების სიმძიმეს წლების შემდეგაც ვიმკით, ერთ-ერთი სწორედ „გრაფინებში“ მომხდარი ტრაგედიაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ კრიმინალ სააკაშვილს ეკისრება

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც არასრულწლოვანის სიცოცხლე…

დავით ქართველიშვილი:საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული ან არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში

„დონალდ ტრამპის გაცხადებული აუდიტის ჩატარების წარმატებით მიმდინარეობის ფარგლებში, მისი ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში – ყველა სახელმწიფოს ხელისუფლება,…

ირაკლი კობახიძე- ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია-გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი  კითხვის ნიშანი

რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. „არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია -რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის,  ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი.  ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, 100 000-ობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნინო ფოჩხუა-30 მილიონი კი არა, მთელი მსოფლიოს ფული რომ გადმოირიცხოს ხელისუფლების დასამხობად, ვერ მიაღწევენ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც საუბარია 30 მილიონ დოლარზე 3 პროგრამისთვის. ექსპერტის…

ირაკლი კობახიძე – EMAAR ჯგუფმა სერბეთშიც დაიწყო  საქართველოს მსგავსი პროექტი  და ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის  მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR-ის მიერ აშენებულ კორპუსებში, ასე მოხდება  ჩვენთანაც

EMAAR ჯგუფმა სერბეთშიც დაიწყო საქართველოს მსგავსი პროექტი და იქაც ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან, როგორც ჩვენთან, იმიტომ, რომ იქაც და აქაც რადიკალებს ჰყავთ ერთი და იგივე პატრონი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც  ოპოზიციის მხრიდან 6 მლრდ არაბულ  ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანია, შექმნას ნიჰილიზმი და რაიმე სახის დაბრკოლება, რასაც ვერ მიაღწევს. „ამაზე ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ. მათ გაიხსენეს სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტი დაახლოებით 6-7 წლის წინ და ის პროექტიც სრულად განხორციელდა. როდესაც ეს პროექტი დაიწყო,ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რეალურად, იმიტომ არის ეს მსგავსება, რომ იქაც და აქაც ამ რადიკალებს ჰყავთ ერთი და იგივე  პატრონი და მათი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ რამენაირად შექმნან ნიჰილიზმი, შექმნან რაიმე დაბრკოლება, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, რა თქმა უნდა. საინტერესო დეტალი, რაც გვითხრეს, ის  ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR-ის მიერ აშენებულ კორპუსებში. მე მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც. ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს რადიკალურმა ოპოზიციამ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

თბილისის მერი ყინულის არენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო – „ხარისხი არის ისეთი, როგორიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება“

თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გაიხსნა. პროექტირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურიგანვითარების ფონდმა განახორციელა.ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი…

დავით ჩიხელიძე: საქართველოში უცხოური ფულით ორგანიზებული პროტესტი მიმდინარეობს – საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ აქციების ფინანსურ მხარდაჭერას უცხოელი დონორები ახორციელებენ,მაგალითად, USAID-ი

საქართველოში, უცხოური ფულით ორგანიზებული, მაგრამ „თვითორგანზიებული“ პროტესტი მიმდინარეობს. გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს,…

თამთა მეგრელიშვილი: ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებული ინფორმაციით დადასტურდა წყაროების სია და სქემა თუ როგორ ფინანსდება რადიკალური აქციები, რომელსაც ოპოზიცია თვითორგანიზებული ხალხის პროტესტად ასაღებდა

ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებული ინფორმაციით დადასტურდა წყაროების სია და სქემა თუ როგორ ფინანსდება რადიკალური აქციები, რომელსაც ოპოზიცია…

დავით ქართველიშვილი: გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია – საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში

სანამ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ 90 დღე მოითხოვა “პანდორას ყუთის” გასახსნელად და იმ აუდიტის ჩასატარებლად, რომელმაც მათ…

ლევან ნიკოლეიშვილი: “აღშფოთებული ხალხის,” “გულანთებული მომიტინგეების” და “თვითორგანიზებული” აქციის ნაცვლად სინამდვილეში ვხედავთ, USAID -ს მიერ 30 მილიონად დაფინანსებულ ჩვენი ქვეყნის რყევებისა და რევოლუციურ სცენარებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი USAID-ის შესახებ ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, USAID-მა…

გია აბაშიძე USAID-ის გრანტებზე: პროექტების აღწერის ბუნდოვანება, USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. “მაიდანს”, რაც თბილისის ქმედებებით და ვაშინგტონიდან ფინანსების გაყინვით, ვერ შედგება

თუ ნაცრადიკალთა ფარისეველი დონორები მალავენ გამოყოფილი სახსრების ოდენობას, მათსავე ქვეყნებში ჰაკერები აქტიურობენ და ააშკარავებენ “დიფ სთეითის”…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული შედეგები, ამისთვის აქტიურად ვიმუშავებთ

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე…

ირაკლი კობახიძე – რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო მწამებლები და მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს,…

უცხოური პრესის მიმოხილვა

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფაში, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია, დემოკრატებს ადანაშაულებს“; «Financial Times» (დიდი…