ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დუბაის მთავრობასთან შეხვედრები, ბევრი მიმართულებით ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დღის წესრიგი, რაზეც ინტენსიურად ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობა. „დღეს ჩვენ ვეწვიეთ აბუ-დაბი პორტის ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ლოგისტიკური მოთამაშეა არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც. ეს კომპანია მუდმივად იზრდება და ის წარმოადგენს აბუ-დაბის მთავრობას. საქართველოში კომპანიას უკვე აქვს დაწყებული ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი გულისხმობს უფრო ფართო თანამშრომლობას ლოგისტიკის სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საკონტეინერო მიმართულებით, ისე ზოგადად ე.წ. ნაყარი ტვირთების, თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, ასევე ლოგისტიკური ოპერაციების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მულტიფუნქციურობა, რაც კომპანიას ახასიათებს, ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ლოგისტიკური პროექტები ხორციელდება, რაც ქვეყნის ლოგისტიკურ, სატრანსპორტო ფუნქციას კიდევ უფრო აამაღლებს და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, თანამშრომლობა და ახალი ინვესტიციები ამ მიმართულებით იქნება ძალიან სასარგებლო. „ვფიქრობ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც კომპანიასთან უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში ამ მიმართულებითაც ვიხილოთ საამიროებიდან დამატებითი ინვესტიციები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წელი: 2025
ირაკლი კობახიძე -არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში. „გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა
ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა,…
ცოტნე ანანიძე- ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებაზე, დედამიწაზე კი არა კოსმოსშიც გაუშვებდა “ჩაკრულოსთან “
„ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში…
გიორგი ვოლსკი: USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო – მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს და ნურც იმას დაგვაბრალებენ, რომ არასამთავრობოების სტიგმატიზაციას ვახდენთ
როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ…
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის – საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და ამიტომაც აცხადებენ დემოკრატიის მტრად
რადიკალი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე…
ბესიკ ამირანაშვილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებლოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად…
ერეკლე ღვიანიანიძე-სამინისტროდან ჩემი წასვლის გამო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ერეკლე ღვინიანიძე.,მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს”…
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.…
დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, რომლის ფართობი ორ ჰექტარს შეადგენს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ…
კახა კალაძე – ახლა უკრაინა განსაცდელშია, ანდრეი შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი, კატეგორიულად მიუღებელია, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო
ახლა უკრაინა განსაცდელშია, ანდრეი შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი, კატეგორიულად მიუღებელია, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები…
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირებაზე: ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის…
კახა კალაძე: ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან
„ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონებათ და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს – ჩვენ გამოვდივართ…
კახა კალაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბოლომდე მიიყვანს იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-თან დაკავშირებით
„ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და…
კახა კალაძე: კანონმდებლობის გამკაცრება უცხო ქვეყნის ჩარევებთან დაკავშირებით საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და მშვიდობა შევინარჩუნოთ
„ევროპელი ელჩები ჩვენს საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, როცა ვინმე მათი ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერევა,…