მამუკა მდინარაძე: თუ რეალურად ებრძვიან ამერიკელები “დიფ სტეიტის” და არ ხდება რებრენდინგი, ჩვენ ამას დავინახავთ

მამუკა მდინარაძე: თუ რეალურად ებრძვიან ამერიკელები “დიფ სტეიტის” და არ ხდება რებრენდინგი, ჩვენ ამას დავინახავთ –…

მამუკა მდინარაძე: ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა

მამუკა მდინარაძე: ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია,…

მამუკა მდინარაძე ტრამპის და რუბიოს განცხადებებზე: შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, გადაჭარბებული რეაქციებია – დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები, ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ვართ

ერთ შემთხვევაშიც [მარკო რუბიოს განცხადება] და მეორე შემთხვევაშიც [დონალდ ტრამპის განცხადება], მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რეაქციები არის…

ირაკლი კობახიძე – ძალიან კარგი  შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული  მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული  მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას,…

მაკა ბოჭორიშვილი   UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს  დირექტორს  შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილესა და UNDP-ის ევროპისა  და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ივანა ჟივკოვიჩთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის  შორის  არსებული 30 წლიანი, მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა UNDP-ის ძალისხმევაზე ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.  საუბარი შეეხო ქვეყნის როლს რეგიონში, “შუა დერეფნის” პოტენციალსა და მის მზარდ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების მხარდაჭერის პროცესში UNDP-ის  ჩართულობის მნიშვნელობა.საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. UNDP-ის წარმომადგენელი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.

გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიზუსტით სწორი პასუხი გასცა აშშ-ს საელჩოს – მასზე სანქციებით შანტაჟის ფონზე, არამართებულია სახელმწიფო საქმეებზე საუბარი და სწორი ადრესატია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიზუსტით სწორი პასუხი გასცა აშშ-ს საელჩოს – მასზე სანქციებით შანტაჟის ფონზე,…

Georgian Travel Club-„ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიშიტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდესახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა…

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს მთავრობას მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს – როდის გააუქმებს ამერიკა სანქციებს და რა ფასს, როგორი სახით გადაიხდის შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაში?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო…

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიშიწარადგინა

მიხეილ სარჯველაძემ, ასოცირების შესახებ შეთანხმებითგათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრა.მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგიმნიშვნელოვანი…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ…

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი დამოკიდებულება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არის პრინციპულად მკაცრი – რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში…

ბიძინა ივანიშვილი-პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აქვეყნებს და აშშ-ს საელჩოს პასუხობს,  სადაც ნათქვამია,…

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს-ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული

„დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან…

ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი  წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი  გელა გელაძე  წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ  სამინისტროს ყოფილ უფროსს,  ვახტანგ გომელაურს  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ვისარგებლო შეხვედრით და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. შინაგანს საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე. გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მისი ეს დამსახურება მინდა ცალკე აღვნიშნო, დღეს საჯაროდაც გადავუხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ბატონი ვახტანგი გახლდათ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი – ათ  წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან რთულ საქმეს. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამ უწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს. მარტო ბოლო ოთხი წლის გახსენება რად ღირს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. საჯაროდაც გვითხრეს, რომ იყო ოთხი მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალათ არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, სწორედ ბატონი ვახტანგის და თქვენი დამსახურებით, ჩვენ მოვახერხეთ პრობლემების თავიდან აცილება და სახელმწიფომ მოახერხა რაც მთავარია სუვერენიტეტის,  დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება – ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგს. ჩვენთვის საწყენი იყო, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება არა მარტო იმის გამო,  რომ ის იყო ძალიან ძლიერი ლიდერი ამ უწყებაში, ძლიერი ხელმძღვანელი, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ყველას მასთან გვაკავშირებდა, უფრო სწორად გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. შესაბამისად, ადამიანურადაც იყო საწყენი, პროფესიული თვალსაზრისითაც, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ ჩვენთვის გასაგები იყო მისი ეს გადაწყვეტილება. აქვე შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში,  ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა.  მას მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად. ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მადლობა კიდევ ერთხელ!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენისას ხაზი გაუსვა სხვადასხვა საჯარო უწყებაში  მუშაობის მის მრავალ წლიან გამოცდილებას  და  წარმატება უსურვა.  “მინდა თქვეს წინაშე წარვადგინო ბატონი გელა გელაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სტაჟი, უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობის კუთხით აქვს დაახლოებით ათწლიანი სტაჟი. ასევე სხვა უწყებებში მუშაობდა წლების განმავლობაში, მათ შორის  სამართალდამცავ უწყებებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ძალიან მაღალ თანამდებობებს. იყო განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ბოლოს, დღევანდელ დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. გარდა ამისა არის გამორჩეული თავისი პიროვნული თვისებებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ძალიან კომფორტული იქნება მასთან ერთად მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გელას ხელმძღვანელობის ქვეშ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში,  მინდა მას წარმატებები ვუსურვო” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვახტანგ გომელაურმა  პრემიერ-მინისტრს  და  მმართველ გუნდს, სხვადასხვა  ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის, ხოლო  შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებს  უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის  დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ასევე ჩვენს გუნდს გვერდში დგომისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ ათი წელი ცოტა არ არის, ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მითუმეტეს ბოლო, რა მოვლენებიც განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონმა პრემიერმა ახსენა. ასეთი ბრძოლები რუსთაველზე არ გვქონია, 90-ანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ, თქვენს გვერდში ვიქნები ყოველთვის, მე მარტო ვერ გავაკეთებდი თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული რიგითიდან დაწყებული დამთავრებული თქვენით, მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურმა გელა გელაძეს   შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.…

ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ელის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან…