ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. „ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს” შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის“ გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება, ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რომ რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2025
ირაკლი კობახიძე – უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გავაჟღერე, მქონდა საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან
მქონდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,…
პრემიერი -პირველად დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 1100 000-ზე მეტი ადამიანი, როცა, “ნაცმოძრაობის“ მედიის ინფორმაციით,ყვაოდა საქართველო
პირველად დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ ამ კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა 1 100 000-ს აღემატებოდა, ახლა კი 350 000-ზე ნაკლები ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა. პრემიერის განცხადებით, 2028 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 4%-იან ნიშნულს…
დიმიტრი ხუნდაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს, რომ საქართველოშიც დააფუძნოს წარმატებული წარმომადგენლობა, მაგრამ არ გამოსდის, რაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად
საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების…
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის
2025 წლის 28 მაისს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან – მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ ედმონდო ჩირიელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. გიორგი ზურაბაშვილმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოში მიმდინარე ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დღის წესრიგს და გლობალურ გამოწვევებს. ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე იტალიის პარლამენტში საქართველოსა და იტალიის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივები
„შანხაის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურპარტნიორებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული მიმართულება“-კავკასუსთრეველი
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში,ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდესახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო…
ირაკლი კობახიძე – უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები, საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას
მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი;…
თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაის ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და შანხაის…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად
ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან…
პრემიერი – ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული
ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა…
ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე – წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
წლებია, საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ…
ირაკლი კობახიძე -გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს
საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს. „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ – ქართველები – განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ! თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა — ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით! გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს, – განაცხადა პრემიერმა.
სასწავლო წლის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლებში ვიზიტს განაგრძობენ
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სკოლებში ვიზიტები დამოსწავლეებთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სემესტრში აღმოსავლეთის,დასავლეთის, წვრთნებისა…
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვისსაერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ…
მაკა ბოჭორიშვილი-დღეს ევროპაში ნამდვილად არის გამოწვევები,რაც უკავშირდება სწორედ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე,კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად. „საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.