პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის…
წელი: 2025
ეკა სეფაშვილი: ანა წითლიძემ აღიარა, თუ რაოდენ სამარცხვინო იყო რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად გამოიწვია საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია
ნაციონალური მოძრაობის აღიარებად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ანა წითლიძის განცხადებას, რომელშიც ის…
2026 წელს უფრო ოპტიმისტურად ვუყურებთ, წელს ძალიან კარგი სტატისტიკა გვქონდა მეზობელი და იმ ქვეყნებიდან, საიდანაც პირდაპირი ფრენები გვაქვს – ირაკლი ჭიღლაძე
2026 წლის სტრატეგიის გაზიარება დაგვეხმარება, რომ შესაბამისი მიმართულებით დავიგეგმოთ ბაზრებზე , – ასე გამოეხმაურა „კა ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე. მისი თქმით, 2025 წელს განსაკუთრებით კარგი სტატისტიკა ჰქონდა „კა ჯგუფს“ თბილისში. „აღნიშნული შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეს 2025 წლის შესახებ და ასევე 2026 წლის გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენი სასტუმროების სტატისტიკა, რომ შევადაროთ, აბსოლუტურად თანხვედრაში მოდის. 2026 წლის სტრატეგიის გაზიარება ჩვენ, როგორც კერძო სექტორს, დაგვეხმარება, რომ შესაბამისი მიმართულებით დავიგეგმოთ ბაზრებზე. განსაკუთრებით კარგი სტატისტიკა გვქონდა თბილისში – მაღალი დატვირთულობა აღინიშნებოდა. შესაბამისად, მომავალ წელს უფრო ოპტიმისტურად ვუყურებთ. ასევე ძალიან კარგი სტატისტიკა გვქონდა მეზობელი და იმ ქვეყნებიდან, საიდანაც არის პირდაპირი ფრენები. 2026 წელს ველოდებით ზრდას ამ მიმართულებით“, – აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ. შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში. აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. —
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა…
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ნაყოფიერ საქმიანობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიგრაციის სტრატეგიულ და კოორდინირებულ მართვას საქართველოში. ამ ჩარჩოში ხორციელდება 2021–2030 წლების მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც „მიგრაციისა და განვითარების“ პრინციპს ეფუძნება და ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. პაატა სალიამ ასევე აღნიშნა, რომ მიგრაციის საკითხები დღეს განსაკუთრებული აქტუალობით განიხილება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, მიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით, ხოლო კომისიის სხდომის მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დამთხვევა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის განხორციელების პროგრესი და ერთხმად დაამტკიცეს სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიის წევრი უწყებების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. გეგმა ფოკუსირებულია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაზე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრანტთა რეინტეგრაციაზე. კომისიის თანათავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ისაუბრა საერთაშორისო დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, 2025 წელს განხორციელებულ კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებზე. სხდომაზე ასევე მოხსენებით წარსდგა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა, რაც 2026 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. მანვე ისაუბრა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე. სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ცხრა სახელმწიფო უწყებისგან შემდგარ კომისიას თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო.
ცსკ-ში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას…
GCCA-მა შპს „აიპლიუსს“ დარღვევა დაუდასტურა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის…
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს…
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება
ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას…
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბარბარობის დღესასწაული აღინიშნა
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N62-ის მიმდებარედ ბარბარობის დღესასწაულისადმი…
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალ ბელგრადს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქს, ბელგრადს ეწვევა.…
გიორგი გამსახურდია: ლიაკა ხოშტარიას მამას, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარე ბოლომდე პატრონობდა – ე.წ. დასავლელი პოლიტიკოსები, კალასი, ნაუსედა, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან, ეს საზოგადოება გვაბრალებს რუსეთუმეობას
ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პირადად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბოლოს, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს…
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს, – 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს…
საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს
თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება.…
კახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა
„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის…