თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა…
წელი: 2025
ირაკლი კობახიძე -საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა…
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური…
ვატო შაქარიშვილი-ოლიგარქიული ოჯახებისგან მომავალი საფრთხე არ არის ახალი გამოწვევა ამერიკისთვის, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით „ფორბსის“ სიაში მყოფი უმდიდრესი ამერიკული ოჯახების ქონება 1007%-ით არის გაზრდილი. ფაქტობრივად არ არსებობს ეკონომიკის სფერო, რომელსაც ისინი არ ფლობენ
„ძალიან საინტერესო, სიღრმისეული მსჯელობა შესთავაზეს საზოგადოებას ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და შემდგომში ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, იმასთან დაკავშირებით…
ვიქტორ ჯაფარიძე: მილიარდი მოიგოს ბანკმა და ამ დროს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, ეს დაუშვებელია
„ხომ შეიძლება, რომ მილიარდი კი არა ნახევარი მილიარდი ჰქონდეთ მოგება ბანკებს? ჰოდა დაუწიონ საპროცენტო განაკვეთს,“ –…
მიხეილ სარჯველაძე:„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება,რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“
„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაცთითოეული მოქალაქე იგრძნობს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემუნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში,…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი,ბუბა გობეჯიშვილი,ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
რუმინეთსა და ესტონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ბოლნისელმა სპორტსმენებმა, ზვიად ლომსაძემ, ლაშა მარკოსიანმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა ირაკლი…
მიხეილ სარჯველაძე, ბუდაპეშტში, შანდორ პინტერს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაცსაქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი…
ეკა სეფაშვილი ნათია თურნავას: მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ახერხებთ ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოში მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათიას…
„სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს“- Mercure &Swissotel Tbilisi
სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინისგანცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი თბილისში პოზიტიურიდინამიკით…
პაატა სალია – უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების უფლებების დარღვევას შეეხებოდა
უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პატიმრების უფლებების დარღვევას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რაც მათთვისაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და ერთგვარი სიურპრიზიც კი იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. იუსტიციის მინისტრმა უნგრულ-ქართული მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა. მინისტრის თქმით, კოლეგას ესაუბრა იმ წარმატებების შესახებ, რაც ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ განიცადა ბოლო წლებში, თუმცა გაუმჯობესებისათვის ჯერ კიდევ არის ბევრი ადგილი და, აქედან გამომდინარე, საქართველოსთვუს მნიშვნელოვანია უნგრული გამოცდილება ამ მიმართულებით. „ჩვენი შეხვედრა შეეხო თანამშრომლობას პენიტენციურ სისტემაში გამოცდილების ურთიერთგაცვლის თაობაზე. საუბარი ეხებოდა მათი გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მე მივიღე მიპატიჟება ბატონი მინისტრისაგან, რომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და წარმატებებზე, რაც დღეს არის უნგრეთში ამ მიმართულებით და, ასევე, მე ის მოვიწვიე საქართველოში, რათა გავაცნო ის მიღწევები, რაც ბოლო დროს გვაქვს“, – აღნიშნა პაატა სალიამ. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.
მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე-დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, ამას ჰგავდა ეს განცხადება.საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა,…
მამუკა მდინარაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე: გაწერილია კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება – ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს
ჯერ განვმარტოთ იმ ინიციატივის არსი, რომელიც ახლა დარეგისტრირდა იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ: ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური,…
“The Biltmore Hotel Tbilisi-“ივნისში სასტუმროში ძალიან კარგიდატვირთულობა გვაქვს
“თბილისში მდებარე სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვებისდირექტორის მარიამ ქუთათელაძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტულისეზონი პოზიტიურად დაიწყო და…