4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. „გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების ა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2025
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმაისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელი4.4 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველომ 4,425,376,937 აშშდოლარი მიიღო. 2024…
ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციუ- რი გეგმა და გვინდა,წარმატებები ვუსურვოთ,ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული – „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, რეგიონში და …
ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევუდგეთ, გვაქვს დაანონსებული მასშტაბური პროექტები,…
პრემიერი- შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს
შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…
ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება
გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ…
დიმიტრი ხუნდაძე: „სალომეს და მისი ნაცრაზმის” მხრიდან, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთების შეძენა პოლიტიკური პროვინციალიზმის მანიშნებელია
ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ქართველი რადიკალების დასწრებას ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტრი…
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასაქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოებისღონისძიება გაიმართება.ღონისძიებას თბილისის მერის…
დავით ქართველიშვილი: მერე რა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაყოფიერად მეგობრობს ორბანთან და ალიევთან – ამ ორივეს „რუსულ ოცნებასთან” ურთიერთობების გამო ტრამპი „სამაგალითოდ დასჯის”, უკვე ზეგიდან
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და ამ პროცესის, როგორც მსოფლიო…
თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილის ამერიკაში ვიზიტზე მახსენდება ფუფალას სიტყვები კინოფილმიდან – „არც შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე…“ – და მაინც, როგორი უფერულია მისი ვიზიტი შტატებში, ვილსონის მიერ გაკეთებული ამდენი ფერუმარილის მიუხედავად?
„ოპოზიციის ლობიზმისთვის დიდი ფულით დაფინანსებული ჯო ვილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის კარზე მიახლება, სხვა არაფერია, თუ…
ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
“ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება“ – აზიის განვითარების ბანკის, (ADB) კორეის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ „კურაციოს“ ორგანიზებით,…
ზურაბ ქადაგიძე: იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან
“წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით”- წერს…
გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ ტრამპის უარყოფითად შეფასების თაობაზე: საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან (“აპრავებენ”) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები
მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ…
დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზებლოგს აქვეყნებს და დონალდ ტრამპის გეგმებს ეხმიანება. “როდესაც ვაანალიზებთ…
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში MATKA 2025 მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად…