“ლონდონაბადმა” უკვე “ფრანცისტანსაც” გადაასწრო, მაგრამ მანიაკალური აკვიატებით აგრძელებს “შეშფოთებული აღშფოთებების” ექსპორტირებას ყველგან, გარდა საკუთარი გახრწნილი სოციუმისა,…
დღე: ივლისი 28, 2025
მარინ ლე პენი და გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ
პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება…
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სპორტს და სპორტულ ღონისძიებებს. დღე არ გავა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა არ გაგვახარონ და დიდ წარმატებას არ მიაღწიონ. 2012 წლიდან დაწყებულია სპორტისა და სპორტული ფედერაციების მიზანმიმართული განვითარება. საქართველო პრეზიდენტმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა. „ყველა რეგიონში იქნება მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას შედეგიც აქვს. ეს არის საწყისი ეტაპი. მერწმუნეთ, წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორკესტრმა შეასრულა, რასაც ვერტმფრენების საჩვენებელი გადაფრენა მოჰყვა. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა რბოლის დაწყებამდე რუსთავის ავტოდრომზე მისულ სტუმრებს შოუ-პროგრამით უმასპინძლეს. კერძოდ, გაიმართა ისტორიული ავტომობილების გამოფენა.