რომან შამათავა, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და ა.შ. აი ეს კრიმინალები არიან დღევანდელი ოპოზიციის გმირები, დაჯილდოებული…
დღე: ივნისი 23, 2025
ილია ინჯია საგამოძიებო კომისიის მიზანზე: ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაიმახსოვრონ და მომავალმა თაობამ კარგად გაიაზროს, თუ როგორი საშიშროების წინაშე იდგნენ და რა სირთულეების გადატანა მოუწიათ იმ ოჯახებს, რომლებმაც ეს ტკივილი განიცადეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წვერმა, ილია ინჯია, ისაუბრა იმ მიზანზე, რომელიც აღნიშნულ კომისიას გააჩნია. ილია ინჯიას…
ირაკლი კობახიძე-კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად,კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, გვაქვს ამბიციური მიზანი,რომ ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რომეო მიქაუტაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ხელისუფლებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა. „კონკრეტულის საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე.უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად,“- განაცხადა პრემიერმა. კითხვაზე, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეზე, დაკავებულის ყოფილი ხელმძღვანელების სახით, კახა კალაძისა და ლევან დავითაშვილის გამოკითხვას შეეხებოდა,პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოძიებაუკავშირდება მის საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროში. „გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი. დეტალებზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღრმად ეძიება ასეთ საქმეებში, საქმეების ბოლომდე მიყვანაც არის სამართალდამცავი უწყებების საქმე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო – რეგიონში პირველი ქვეყანა Roblox-ის ინოვაციური ეროვნული პროექტით
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო Roblox-ის პლატფორმაზე ინოვაციური ეროვნული თამაშის შექმნა და პოპულარიზაცია. ეს…
ირაკლი კობახიძე – როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს – სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება, როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას არ აღიარებენ, წავლენ ციხეში
როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას,…
ირაკლი ქადაგიშვილი “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ პაატა ქარდავას მკვლელობაზე: ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული – ეს მიუთითებს, რომ ისეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ, ვინც ამბობდა, რომ ომის დროს დაშვებული იქნა ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც თუ რაღაც ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს ადამიანის დაკავება და ბრალის წაყენება თუ არა, მოკვლევის დაწყება მაინც
ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული, – ამის შესახებ პარლამენტის…
ირაკლი კობახიძე-გახარია დგამდა ნაბიჯებს,რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი,მას ჰქონდა მარტივი დაკვეთა,განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის,რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა
გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გახარიას ჰქონდა დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. „მე უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მარტო იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის შემთხვევა, პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, ვისგან, გასაგებია – ამ შემთხვევაშიც „დიფ სთეითისგან“. ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ჩვენ მართულები არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითიდან“ გაისმა ზარი. „დიფ სთეითში“ ვგულისხმობთ რას – ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ეს არ იყო არაფორმალური თანამდებობის პირი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა, იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ “, – განაცხადა პრემიერმა.
გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის: მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ პასუხი ხალხს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩს,…
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის,პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს. პაატა სალიამ მინისტრთა…
თამთა მეგრელიშვილი: ჰერჩინსკი ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულისა და სამართალდამცავისთვის შეურაცხყოფაში ბრალდებულის დაკავების კანონიერებას
პაველ ჰერჩინსკი საქართველოში “დიფსთეითის” ელჩია რადგან ის მათი პოლიტიკური დირექტივით იმართება და ახალისებს რადიკალურ ძალებს. შეკვეთილი…
ოლიმპიზმის დღე სამტრედიაში –მარათონი ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი მომავლისთვის
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა მძლეოსნობის მარათონი, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში…
ზურაბ ქადაგიძე: სამარცხვინო ევროდეპუტატები ითხოვენ – შეასრულეთ ორი როლი, ომის დროს, უნდა იყოთ “საზარბაზნე ხორცი”, ხოლო მშვიდობიანობისას, “საჯილდაო ქვა” რუსეთის დასავლეთთან ვაჭრობის პროცესში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, „ერთადერთი…
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი იმჟამინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეზე: წარმოიდგინეთ მე მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას და ბოლოს ვიგებ, რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი, გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, მის შვილს, ქრისტინე…
ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მოიტანეს ინფორმაცია, რომ მამა მანქანიდან ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი და ნებით რომ არ მოდიოდა, ეტყობოდაო – შევატყობინეთ გამომძიებელს, რომ არის პიროვნება, ვინც ადასტურებს, მამა რომ სხვა მანქანაში გადასვეს, მაგრამ ეს პიროვნება გაქრა
“ვიგებთ, რომ სანამ მანქანა ხურჩის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, 11-დან 12 საათამდე, მანქანა დაფიქსირებული იყო ხობის რაიონის სოფელ…
დიმიტრი ხუნდაძე: ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდი მინიმუმ უპასუხისმგებლობაა, მაგრამ ელფერი იმგვარი აქვს, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იყოს და სავარაუდოდ გამოიკვეთება განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ…