თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა დაურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული დამიმდინარე პროექტების ანგარიში წარუდგინა.შემაჯამებელ ღონისძიებაზე…
დღე: ივნისი 18, 2025
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული გიორგი ჩითარიშვილი: პატიმრობის პროცესში ჰაერს გვიხუთავდნენ, იყო გაუსაძლისი სიცხე. ტკივილებისგან ვერ ვწვებოდი. ლეიბი მე პირადად არ მომცეს მთელი პატიმრობის განმავლობაში და 29-ე დღეს შემოგვთავაზეს აბაზანა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ, გიორგი…
მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ.…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი,თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი
ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რომელიც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის-ჩელე ყურუას განცხადებას შეეხებოდა ოპოზიციის მიერ რევოლუციის მოწყობის წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი აღიარება. „კარგია, რომ ხშირად ვისმენთ აღიარებებს და ესეც არის მორიგი აღიარება იმისა, რომ ოპოზიცია, რეალურად, ჩართული იყო რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში. სხვა არაფერი იყო ის, რასაც ჩვენ ვხედავდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა. სამწუხარო ის არის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გარე მხარდაჭერა ამ მცდელობაში, მაგრამ ამის მიუხედავად მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება. ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ,“- განაცხადა პრემიერმა.
ვეტერანი მალხაზ თოფურია ეროვნულ გვარდიაში „ნაცმოძრაობის“ დროს განვითარებულ მოვლენებზე: სარდალი წაქაძე სააკაშვილის „გმირის” ყველა ნორმატივს ასრულებდა, ბრძოლაში დაღუპული 200 ბიჭის სურათები ნაგავში გადააყრევინა – ხმის ამოღება ვერავინ გაბედა ერთი ოფიცრის, ზურაბ სიდამონიძის გარდა, რომელმაც სურათები მოკრიბა და თავის მანქანაში ჩაალაგა
გვარდიაში გამოჩნდა სარდალი, რომელმაც [ომში დაღუპულების] სურათები ყუთიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს…
კახა კალაძე: პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს
„შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმპროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე…
პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე-ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში,სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა
4 წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან. „ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ შანტაჟს, არ არის ეს სწორი, ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან – ეს არის უვიზო მიმოსვლა. ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში,სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა
გენერალურ პროკურორად წარდგენილი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
პრემიერი – ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები
ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს…
გიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლებისგანმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, – ამის შესახებთბილისის ვიცე-მერმა გიორგი…
გიორგი ტყემალაძე: წლების წინ გვქონდა ამბიცია, რომ ავტობუსების პარკისრულად განახლებულიყო, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც – დღეს ეს უკვე რეალობაა
„ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა დაეს შესრულებულია“, – ამის შესახებ ვიცე-მერმა გიორგი…
ირაკლი კობახიძე-ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი,ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ-საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული
ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. „რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, მიიღონ საკრებულოებში. თან მეორეს მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ოპოზიციაში. რაც კარგია და მთავარიაოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისის ვიცე-მერი: 2017 წლიდან დღემდე,რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სამშენებლო ნებართვები არ გაიცემა
დედაქალაქის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, 2 000-მდე უსახური ავტოფარეხის ნაცვლად, 100-მდე ახალი სკვერი მოაწყო.როგორც თბილისის…
კახა კალაძე: ეს ქალაქი ყველასია, იქნება ეს ავტომობილის მქონე თუ ქვეითი -ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანულიგანვითარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულიპროექტები წარუდგინა.შემაჯამებელ ღონისძიებაზე კახა…
პრემიერი – ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს,დადო სათანადო დასკვნა,თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები,რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე
ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე. „ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა,…