საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პირადად ვიქტორ ორბანსა და უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის. „საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის წლის წინ დაფუძნდა და გუშინ, ბუდაპეშტში, უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში. განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, მთავრობა, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში. მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეული მიმართულებით, თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.…
დღე: ივნისი 12, 2025
ეკა სეფაშვილი დონალდ ტუსკის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიაზე: ეს არის უბრალოდ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის კიდევ ერთი მაგალითი,” – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის…
მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს
დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს, – უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ…
თამარ ჩიბურდანიძე: დავინახეთ, რომ აშშ-ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან – ამით რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამაც გასცა
„როცა აშშ-ის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა განცხადებები გააკეთეს, რომ მათთან, აქციების დროს, პოლიციელებს თმიდან ღერი არ…
ვიქტორ ორბანი – მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას,თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი
მადლობას ვუხდი გულთბილი საქართველოდან ჩამოსულ მთავრობას, თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძესთან შეთანხმდა, რომ საქართველო და უნგრეთი გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას. „მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის. ეს იყო მეორე მთავრობათაშორისი სამიტი. პირველი იყო საქართველოში, ჩვენი მასპინძელი იყო საქართველოს მთავრობა. ახლა ჩვენ ვართ მასპინძლები. მადლობა გადავუხადე გულთბილი საქართველოდან ჩამოსულ მთავრობას. თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი. დიდი მადლობა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორის სამიტზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
ბუდაპეშტში გამართული საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრა გამართა უნგრეთის…
პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს-თითოეული ჩვენგანი აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მეხანძრე-მაშველებს ურთულესი მისია აკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად,…
მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს “მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი” უწოდა, გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9600 ევროს გადახდა დააკისრა
“მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“: ფრანკონიელ მამაკაცს გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკისთვის მიყენებული ამ შეურაცხყოფისთვის 9600…