ეკა სეფაშვილი: საქართველოში პოლიტპატიმრები დიდი ხანია არ არსებობენ და ოპოზიციის ბრალდებები გამიზნულია იმისათვის, რომ საქართველოს რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ ოპოზიციის ბრალდებას ეხმიანება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს,…

დავით ქართველიშვილი: ჩვენ ვართ დღეს მაგალითი იმ სიჯიუტის, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს გოლიათი, ჩვენ ვართ ზუსტად ის პატარა დავითი „დიფ სთეითის“ გეგმებისადმი გაწეული წინააღმდეგობა მძლავრობს ევროპაში, მაგრამ შეიძლება ისეთი ტემპით არა, როგორც ეს საქმეს ჭირდება

დავით ქართველიშვილი: ჩვენ ვართ დღეს მაგალითი იმ სიჯიუტის, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს გოლიათი, ჩვენ ვართ ზუსტად ის…

ნანა კაკაბაძე: გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა, საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – “დიფ სთეითი” ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება

ნანა კაკაბაძე: გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა, საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – “დიფ…

ირაკლი კობახიძე  – ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ ასეთად დარჩეს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია აკეთებს ყველაფერს, რომ ეს განწყობა შეიცვალოს, ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას

ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან,…

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს – მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის, ჩვენ გვაქვს  ძალიან მკაფიო და  ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს  ევროკავშირის წევრი  ქვეყანა და თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი

საქართველოსა და უნგრეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის,  საქართველო კი, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები, – ამ სიტყვებით მიმართა  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  უნგრელ კოლეგას ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს  საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმაა, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030  წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ,  უკვე 2028 წლისთვის, დაგეგმილი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის  შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება და ამ კუთხითაც,  თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა, ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნი მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები. ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ქართველი ხალხი აფასებს პირადად თქვენს მხარდაჭერას, ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ორმხირივი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა

ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უწყებებს შორის მჭიდრო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის ციფრული მმართველობის სფეროში, ისევე როგორც ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემების განვითარებას თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანად საპასუხოდ. შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ უნგრელი კოლეგა მომავალ წელს თბილისში საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელსაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლებს.

ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს-ყველას შურს საქართველოსი – 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა,კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი,კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის  დიდი პატივია

საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი –  7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო  ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ამასთანავე, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის  დიდი პატივია, – ამ სიტყვებით მიმართა  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევების გაზიარებას უნგრეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გვჭირდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ევროპულ დელეგაციას – საუბარი მაქვს საქართველოს  დელეგაციაზე. საქართველოს მიღწევების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შედეგები არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს, ალბათ, არ იყო იოლი. ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური „მეინსტრიმ ლიბერალები“ ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორც ახლაა, რა იქნებოდა. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს, ბრუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია არის ჩვენთვის საერთო. ჩვენც გვინდა მსგავსი ეკონომიკური ზრდა, დრო მოვა და ჩვენც გვექნება,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი -ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის  სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს

უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ.  „ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ, მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები

შიდა გზების მოწესრიგების პროცესის ფარგლებში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კორმაღალში – ე.წ. კოკოშელას უბანში, ასფალტის საფარის…

ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს  – ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება, თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს  დიდი მიღწევაა, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა, ვიცი, რომ ეს ნამდვილად  თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგია

თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა…

ირაკლი კობახიძე -საქართველოსა და  უნგრეთს შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2  სხდომაზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება.  „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო  მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების  განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია  მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის  მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური…

ვატო შაქარიშვილი-ოლიგარქიული ოჯახებისგან მომავალი საფრთხე არ არის ახალი გამოწვევა ამერიკისთვის, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით „ფორბსის“ სიაში მყოფი უმდიდრესი ამერიკული ოჯახების ქონება 1007%-ით არის გაზრდილი. ფაქტობრივად არ არსებობს ეკონომიკის სფერო, რომელსაც ისინი არ ფლობენ

„ძალიან საინტერესო, სიღრმისეული მსჯელობა შესთავაზეს საზოგადოებას ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და შემდგომში ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, იმასთან დაკავშირებით…

ვიქტორ ჯაფარიძე: მილიარდი მოიგოს ბანკმა და ამ დროს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, ეს დაუშვებელია

„ხომ შეიძლება, რომ მილიარდი კი არა ნახევარი მილიარდი ჰქონდეთ მოგება ბანკებს? ჰოდა დაუწიონ საპროცენტო განაკვეთს,“ –…