ირაკლი კობახიძე – თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად

ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდებას შეეხებოდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამჟამინდელი ხმამაღალი განცხადებებისა და სხვა პარტიების „ბულინგისა“ არჩევნებში მონაწილეობის გამო, გარედან ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ ყველაფერს გადაუსვან ხაზი და მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც იქნება უკიდურესად დამამცირებელი. „თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და გარედან კარნახობენ. მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც აკეთებენ, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“, „ახალის“ წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი „აბულინგებენ“ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, მე მგონია, რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ადრე სხვას „აბულინგებდი“, ახლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც  გაუკეთებიათ,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი…

ირაკლი კობახიძე-ძალიან დამაიმედებელია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები მშვიდობის მნიშვნელობაზე და იმედი მაქვს, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე

იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში,  მსოფლიოს მასშტაბით უფრო  მეტად იქნება  წახალისებული მშვიდობა,  ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ზესახელმწიფო, რომელსაც 45 წლის განმავლობაში არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა, თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე,  ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგიც სახეზეა. „დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში  მიდინარე სამხედრო  კონფლიქტი,მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე.…

თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგინულ ფორუმს (TBILISI RFSD)სახელწოდებით – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურგანვითარებაში“ მასპინძლობს.ღონისძიება თბილისის მერიის…

ირაკლი კობახიძე- ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4  სხვადასხვა ომი, აქედან  გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს კარგად გამოგვდის

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არამხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის  ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, მიუხედავად იმისა,  რომ გასული რამდენიმე  წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არამხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში  მიდინარე სამხედრო  კონფლიქტი,  მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი –  მშვიდობამ მოგვცა  საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენთვის  რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის,  –…

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღომონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბელგიისსამეფოში იმყოფება. პაატა პატიაშვილმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაშირამშტაინის ფორმატში გამართულ უკრაინის თავდაცვის…