გთხოვთ ყველას მაქსიმალურად გადააზიარეთჩემო მეგობრებო და ჩემი დედაოს გულშემატკივრებო, მოახლოვდა დედაოს თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის დრო. 8…
დღე: ივნისი 5, 2025
პრემიერი-მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში დადგენილია მედია სტანდარტები, უბრალოდ არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი და პარლამენტმა ეს გაწერა, საინფორმაციო გამოშვება რომ ობიექტური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად
მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში არის დადგენილი სტანდარტები და არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სტანდარტები საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი, რაც, რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა გაწერა და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. „რა შუაშია აქ ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად,შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, თუ ფიქრობენ,რომკონკრეტული ტელევიზიები გარკვეული გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ამით ისინი წვლილს შეიტანენ შესაბამისი კულტურის განვითარებაში.„კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს მიიღებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, ტერმინები, როგორიცაა – „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. როდესაც პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი აქვს, ბუნებრივია. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ, მიმართონ და ეს ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებაში – თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაკა ბოჭორიშვილი:კარგი მმართველობით,კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს
“ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები არც თუ ისე შორეული წარსულია. “- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება, რაც ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ წინაპირობას. როგორც მან აღნიშნა: „გვწამს, რომ რაც უფრო ფართო იქნება მშვიდობის საზღვრები, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება, ამიტომაც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.„საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მრავალსაუკუნოვან კულტურულ მრავალფეროვნებას და ქვეყნის მზარდ როლს გეოპოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით – შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრისას. მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ამაყობს ეკონომიკური ზრდით, რაც შესაძლებლობას წარმოშობს მეტი რესურსი და ენერგია იყოს მიმართული ქალაქების, მათ შორის თბილისის განვითარებისკენ, რათა შეიქმნას უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი საცხოვრებელი გარემო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც: „გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე განვითარება რთული წარმოსადგენია. გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების ძიება, საერთო მიზნების ერთობლივი ძალისხმევით მიღწევა უნდა იყოს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. დღევანდელი ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად ვიმსჯელოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თანამედროვე პირობებში პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის.“ – განაცხადა მინისტრმა. 5-6 ივნისს, თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს– აღნიშნული ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ…
მაკა ბოჭორიშვილი:კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება
“ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები არც თუ ისე შორეული წარსულია. “- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით,საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება, რაც ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ წინაპირობას. როგორც მან აღნიშნა: „გვწამს, რომ რაც უფრო ფართო იქნება მშვიდობის საზღვრები, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება, ამიტომაც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.„საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მრავალსაუკუნოვან კულტურულ მრავალფეროვნებას და ქვეყნის მზარდ როლს გეოპოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით – შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრისას. მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ამაყობს ეკონომიკური ზრდით, რაც შესაძლებლობას წარმოშობს მეტი რესურსი და ენერგია იყოს მიმართული ქალაქების, მათ შორის თბილისის განვითარებისკენ, რათა შეიქმნას უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი საცხოვრებელი გარემო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც: „გლობალიზაციის პირობებში…
ჯეფრი საქსი: შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში
მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გქონდეთ სიცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას, საქართველოსი,…
ჯეფრი საქსი: თქვენი ქვეყანა, როგორც ცივილიზაციათა შორის ხიდი, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი – ეს არის
მიზეზი რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა„იმედი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ ეცდებიანთავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ…
ლევან ჟორჟოლიანი – სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ გავიდნენ მოგებაზე, შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა, ამ მიზანს ემსახურება საწარმოთა ოპტიმიზაცია
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად…
კახა კალაძე: მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ისრადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ
დედაქალაქის მერის განცხადებით, ის მერობას გეგმავს და აპირებს „რადიკალურდაჯგუფებებს ქართველ ხალხთან ერთად მიუჩინოს შესაბამისი ადგილი“.ამის შესახებ…
„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენასაარჩევნო პროცესზე“ – საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტესაერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციებისმეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და…
დიმიტრი სამხარაძე ევრობარომეტრის კვლევაზე, რომლის თანახმადაც ბოლო 1 წელში ევროკავშირისადმი ნდობა 17% შემცირდა: პავლიკა ჰერჩინსკი რომ გყავს წარმომადგენელი, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, „ლელოელ“ თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა გიკვირდეთ!
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა უბრალოდ კი არ დაიკლო, არამედ რეიტინგი კატასტროფულად არის დავარდნილი! მეტიც, ხალხში გაღიზიანებასაც იწვევს…
ირაკლი კობახიძე – ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან
ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს…
ირაკლი კობახიძე – ოპტიმიზაცია გაგრძელდება არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში და მთლიანობაში შევძლებთ100 მილიონზე მეტის დაზოგვას,რაც თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება
რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ოპტიმიზაციით ჩვენ შევძელით მინიმუმ 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა და ეს…
ირაკლი კობახიძე – კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა
კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძე-ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად,საკუთარი აზრიც არ აქვთ,იარონ, მიიღონ დავალებები, სადამდეც მიიყვანა ამ ყველაფერმა,უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში,ამასაც ვნახავთ,უმძიმესი, ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში
ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიღებული დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია. „ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს. თუმცა კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია, გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა და პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე, გარედან ისინი იღებენ ხოლმე ისეთ დავალებებს, რომლებიც ისევ და ისევ ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია ამ ყველაფერმა, უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში, ამასაც ვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციაში არის ტრაგიკული მდგომარეობა. „არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი არის მხოლოდ ოპოზიციაში. ოპოზიციაში არის უმძიმესი, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის თუ რაიმეს შეიძლება, ეწოდოს კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არამონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ
„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობასარჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანახავთ,…