მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურისკონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონისშესაძენად.„დასრულდა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელისსაბაგირო გზის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელსაბაგირო გზას კი ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება. დამატებით შევისყიდეთ 40ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. შესაბამისად, 2025 წელს თბილისს საერთოჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება. გარდა ამისა,დასრულდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციოსამუშაოები. გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალურიდიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად.2024 წელს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობამ შეადგინა 320 მილიონი.ასევე, 2019 წელთან შედარებით, 4.5-ჯერ გაიზარდა მიკროავტობუსებში მგზავრობადა 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრობამდე ავიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის მონაწილეთაუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 68 შუქნიშნის ობიექტი, საერთოღირებულებით 10 295 504 ლარი.„მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2024 წლის თებერვალში დასრულდააღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის კვლევა, რომელმაც დადიანისქუჩასა და სადგურის მოედანს შორის დაკავშირების საუკეთესო ალტერნატივადხიდი დააიდენტიფიცირა. დასრულდა მუშაობა დიზაინის კონცეფციაზე, შემდეგიეტაპია დეტალური დიზაინის მომზადება. თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები. 2024 წლიდან დაიწყო საბოლოო დიზაინის შექმნა და მუშაობა „ჭკვიანი“სატრანსპორტო სისტემის ტექნიკურ დეტალებზე, შემდგომ ეტაპობრივიშესყიდვები და დანერგვის სამუშაოების განხორციელება საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების შესყიდვასა და დანერგვას. დაგეგმილი აქტივობების შედეგად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის, მათ შორის,საცობების რეალურ დროში მართვის შესაძლებლობა, დაინერგება შუქნიშნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გადაუდებელი დახმარების მანქანების
ავტომატური პრიორიტეტიზაციის სისტემა, მოხდება ჰაერის დაბინძურების შემცირება საგზაო ნაკადების ეფექტურად მართვის გზით. პროექტის დასრულება იგეგმება 2026 წელს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, 2024 წელს ტაქსით გადაყვანის A კატეგორიის ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საცნობი ნიშნები, ასევე, მოტოციკლებს და მოპედებს მიეცათ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის უფლება. გარდა ამისა, საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ფარგლებში, ოთხ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაუმტკიცდა მარშრუტები, რომელთა მიხედვითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, მოსწავლეები საავტობუსო ზოლის საშუალებით გადაიყვანონ.