“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებელზე…
წელი: 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. შეხვედრაზე…
ირაკლი კობახიძე გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი
გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი. ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე“, განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმით თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება,მზად ვარ მივცე ჩვენება
ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეზე მე მზად ვარ, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს რეალობისთვის გამოძიების დაწყება იყოს რელევანტური. „რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს, მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი,აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს. ფაქტია, რომ აღიარებაც მოჰყვა ამ ყველაფერს. პირდაპირ აღიარება იყო, გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს არის რეალურად მუქარა. მე არ მგონია, რომ ეს საქართველოს შედეგზე იყოს გათვლილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის მე არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება. ეს იყო დაშინების უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას
როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი…
პრემიერი – ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება
ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის…
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს
მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბისგზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე…
პრემიერი – ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, დღეს ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე
2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ,- ამის…
ირაკლი კობახიძე -ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება
ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. „მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე- როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები
როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. “მთელი ოპოზიცია არის საოცრება ხაზარაძე და გახარია აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამია რასაც უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ. ასეთი საშინელება ხდება. როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ამის წარმოდგენა, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.
კახა კალაძე: GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში
„GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში. ქსელიამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა ვთანამშრომლობთკომპანიასთან და ყველა იმ პროექტში,…
კახა კალაძე პრეზიდენტის განკარგულებაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატების მერე, არის მცდელობა, რომ ადამიანები რაღაც ნიშნით დაყონ
„ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი დამისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქვეყნდა“, –…
ირაკლი კობახიძე – ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით, ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში
დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია,…
ირაკლი კობახიძე – გვარამია-მელიას რომ „ახალი“ ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა, როგორ შეიძლება “ახალი” დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული
გვარამია-მელიას რომ „ახალი“ ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორ შეიძლება “ახალი” დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიცია სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტების ერთობლიობა. „გვარამია-მელიას რომ „ახალი“ ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორ შეიძლება ახალი დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული. თქვენ გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ეს ადამიანები როცა იყვნენ ხელისუფლებაში, 2004 წლიდან მოყოლებული და მერე რას აკეთებდნენ ისინი ოპოზიციის რიგებიდან. 20 წელია, ეს ადამიანები არ ასვენებენ ამ ქვეყანას და თავის თავს უწოდებენ „ახალს. აქედან ჩანს რამდენად დიდი ფარსია ეს ყველაფერი, რაშიც ტრიალებს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტების ერთობლიობა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს – თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან ამისთვის, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი
გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და…