თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვისაღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება. რეგისტრაციაწარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების…

საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. „სამთო მომზადების ზაფხულის…

ზაალ ანჯაფარიძე „გამჭვირვალობის კანონზე“: კანონზე რომ შინაარსობრივი დისკუსია შემდგარიყო, მასში ცვლილების შეტანის სივრცე და ნებაც არსებობდა

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ამერიკელი ექსპერტის ლინკოლნ მიტჩელის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ რუსულ კანონად მოხსენიება შეაფასა და აღნიშნა,…

დავით ქართველიშვილი: დღევანდელ ამერიკელ, ბრიტანელ და ევროკავშირის ელჩებსაც აშკარად ეტყობათ, რომ „წვალობენ”, რომ რაღაც „უხილავი” ძალა მათ თითქოს მუდმივი „ძაბვისა” და ტურბულენტობის ქვეშ ამყოფებს

„ელჩებსაც მოუწევთ ადრე თუ გვიან თამაშის ახალ წესებზე მორგება და არსებული „მძევლობიდან” და მძიმე მემკვიდრეობიდან გათავისუფლება.…

ლევან ნიკოლეიშვილი: კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ე.ი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი სხვა ქვეყნისთვის შეიძლება და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება!

კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, არც ერთი კრიტიკული სიტყვა არც უცხოელებისგან და არც ქართველი რადიკალებისგან არ გაგვიგია,…

თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია შეაჯამა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საგარეჯოში, კახეთის რეგიონის იმ სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო…

თიანეთის მუნიციპალიტეტმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023-ში რეგიონის საუკეთესო მუნიციპალიტეტის სტატუსი მოიპოვა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში სპორტული ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარებისა და მიღწეული წარმატებისათვის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის…

ეკა სეფაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს მისი ინტერესების დაცვის სასარგებლოდ საქართველომ უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე

„ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებული წერილის მნიშვნელოვან გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა…

ირაკლი კობახიძე  -პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა, ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე – როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან ნიშნავს, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება

როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი…

პრემიერი  -ჩინეთი  ევროკავშირისა და აშშ-ისთვის  ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ პირობებში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა  ორმაგი სტანდარტია

ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი; როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -სრული ფარსი იყო  კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი მკაფიო  დადასტურება

სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანადაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. „ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობას”  სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც,  განვითარდა უკრაინაში -უკრაინული სცენარი საქართველოში  არ განვითარდება  და საქართველოს  უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება

მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნაცმოძრაობას” სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში. „იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

ილია დარჩიაშვილიჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური  პრიორიტეტი არის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად,  საქართველო მაინც  თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად,  საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას. “ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში, თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ჩვენი მოსახლეობა თავად ხედავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი უსამართლო შეფასებებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქცევადად ვაქციეთ ეს პროცესი და ეს აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ლევან იზორია -ამბასადორიალზე  შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც  ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის  ევროკავშირში ინტეგრაციას

ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.  როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა.  „ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.