საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. „აქ საუბარი იყო ჩვენს პოლიტიკურ რეიტინგებზე, მმართველი გუნდის პოლიტიკურ, პარტიულ რეიტინგზე, რომელიც არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რომელიც სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ამას სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – პირველი ეს არის ის, რომ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ოპოზიციის და კონკრეტული სხვა სუბიექტების ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და მეორე – ჩვენ გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და საბოლოო ჯამში, ესეც განაპირობებს მოსახლეობის დადებით განწყობას მოქმედი ხელისუფლების მიმართ. დამატებით მესამე ფაქტორი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სრული უსუსურობა. საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. რეალურად, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი და უნდა დააბრალონ იმ არასწორ გზას, რომელსაც ისინი ადგანან უკვე რამდენი ხანია, ორ ათწლეულზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აქ ხუტ რიგსაც ვერ შეავსებს. რაც ნაკლები, მით უკეთესი. მათ შორის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის. ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა არის მაქსიმალურად ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც არის სწორედ რომ ომის და რეგრესის პარტია. ერთ მხარეს ინტერესი არის მშვიდობა, პროგრესი, წინსვლა და მეორე მხარეს – ომი და რეგრესი. ამასაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2024
პრემიერი უახლოეს დღეებში, ჩვენს კალათბურ თელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტო რიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე, მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები
უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე.…
ირაკლი კობახიძე -კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავიანთი ქმედებებით ამტკიცებს ერთ რამეს, რაც არის მათი დევიზიმე ვარ კოლექტიური „ნაციონალი“, მაშასადამე არ ვარ არც ქართველი და არც ევროპელი, ეს არის რეალურად მათი სულისკვეთება
არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე, ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან. „გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. ასევე მოვლენების ასეთი დადებითი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას. არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. როგორც მოქმედებენ ეს ადამიანები, მათი მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე. ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან, რაც არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული გარედან. ეს არ არის ქართული მოვლენა, როგორც მოქმედებს, იქცევა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არ არის ქართული მოვლენა. აქედან გამომდინარე, როდესაც კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არაქართული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩება და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შედეგად ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ასე სჭირდება ქართული პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქმედება ევროსაბჭოში სრულიად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. „მათაც უყვართ ხოლმე ხშირად ზურაბ ჟვანიას სიტყვების გამეორება, რომელიც ითქვა სწორედ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღეს, ცნობილი სიტყვები – მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი – დღეს ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო გაერიცხათ ევროსაბჭოდან. აქედან ჩანს, რამდენად დიდი ფარსია მათი მხრიდან ნებისმიერი სიტყვის გახსენება რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან კონკრეტულ მომენტში. თავიანთი ქმედებებით ეს ადამიანები ამტკიცებენ ერთ რამეს, რაც არის მათი დევიზი – მე ვარ კოლექტიური „ნაციონალი“, მაშასადამე არ ვარ არც ქართველი და არ ვარ არც ევროპელი. ეს არის რეალურად მათი დევიზი და სულისკვეთება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე – მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე, მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, განვაგრძობთ მუშაობას, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება
ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა…
მამუკა მდინარაძე- პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია. ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას სიტყვით…
მამუკა მდინარაძე : მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
კონკრეტულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ…
ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება შავი ფულით, დაფარული ფულით ხდებოდეს ქვეყანაში არეულობის მხარდაჭერა, ქვეყანაში ისეთი პროცესების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას
რომ არა ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ადრეც, მთელი…
ირაკლი კობახიძე – მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ უარყოფითად განწყობილმა ადამიანებმა ვერ შეძლონ ამ ქვეყნის დაზიანება, პრინციპულები ვიქნებით იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას
მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან უარყოფითად განწყობილი საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012-2016 წლებში კოჰაბიტაცია იყო თავსმოხვეული იძულებითი მოვლენა. „გახსოვთ, კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც შედგებოდა მთელი რიგი პარტიებისგან. ეს პარტიები ვინ იყვნენ, ბოლოს კი გამოჩნდა და ვის ემსახურებოდნენ. ასეთ ვითარებაში, უბრალოდ იძულება იყო „ქართული ოცნებისთვის“ ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა. თუმცა ჩვენ ვთქვით საკმაოდ ხმამაღლა, გასული თვეების განმავლობაში, რომ ვაპირებთ, პრინციპული მიდგომით მოქმედებას იმ ადამიანებისა და ძალების მიმართ, რომლებიც 20 წელია, არ ასვენებენ ამ ქვეყანას. ჯერ იყო ცხრა წელი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა არის 12 წელი, როცა არიან ოპოზიციაში. ეს ადამიანები უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას და ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან სრულიად სხვა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა, ასეთი ძალებისა და ადამიანების მიმართ, იქნებოდა უბრალოდ დანაშაული. ჩვენ დღეს გვაქვს რესურსი, რომ პრინციპულად დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები. ჯერ კიდევ საპარლამენტო გამოსვლის დროს გავაკეთე განცხადება, რომ არ დავუშვებთ არც ერთ ე.წ. ნაცს ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არც ერთ წევრს არც ერთ თანამდებობაზე. ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ და საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს. კიდევ უფრო მეტი რესურსი გვექნება არჩევნების შემდეგ და გვექნება მაქსიმალურად პრინციპული დამოკიდებულება იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება პროცესების განვითარება. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დაამუხრუჭონ ამ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია, პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია
ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი, ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან…
ComCom-მა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების, საფასურის დაანგარიშებისა და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო და ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები, დავის წარმოშობის შემთხვევაში დაშვების საფასურის…
ირაკლი კობახიძე – ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება
გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, – ამის…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს, არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც იძლევა,…
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავის მივცემთ ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა მიიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა ბოლომდე იქნება დაცული
ყველამ დაინახა, განსაკუთრებით ამ ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და…
ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, თუ ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულ ებით, ეს მიზანი არის მიღწევადი სწორ ედ 2030 წლისთვის
წარსული გამოცდილება გვაძლევს ჩვენ რწმენის საფუძველს და ვართ დარწმუნებული, თუ ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს მიზანი არის მიღწევადი სწორედ 2030 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული არის უსამართლო განცხადებები, შეფასებები, თუმცა ამის მიუხედავად, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო ოთხივე უმთავრესი ხელშესახები შედეგ ევროინტეგრაციის გზაზე. „რაც შეეხება ოპტიმიზმს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს იყო დავით ზილფიმიანის შეკითხვა. კითხვა დაისვა იმ ჭრილში, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება კრიტიკული, ნეგატიური განცხადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს ასეთი კრიტიკული განცხადებები წარსულშიც, იყო გარკვეული პროცესები, რომლებიც უარყოფითად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ჩვენ ამ სირთულეებს ვართ მიჩვეული, მათ შორის უსამართლო განცხადებებსაც ვართ მიჩვეული და სწორედ ამ პირობებში, უსამართლო კრიტიკის პირობებში, წლების განმავლობაში, ეს გრძელდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული. ეს არ არის მხოლოდ ბოლო წლების ამბავი, წლებია, გრძელდება, 2012 წლიდან უსამართლო განცხადებები, შეფასებები, თუმცა ამის მიუხედავად,სერიოზული სირთულეების მიუხედავად, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო ოთხივე უმთავრესი ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე. შეგახსენებთ, ეს იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს ეს იყო კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს. შესაძლოა, მომავალშიც იყო უსამართლო განცხადებები, უსამართლო კრიტიკა, თუმცა წარსული გამოცდილება გვაძლევს ჩვენ რწმენის საფუძველს და ვართ დარწმუნებული, თუ ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს მიზანი არის მიღწევადი სწორედ 2030 წლისთვის“,…
ირაკლი კობახიძე – კარგ სატოპკეებს გვიწევს ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, ქალბატონი თეონას ადგილზე მე სიტყვა დემარშს არ ვახსენებდი, რადგან ეს არ არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს
ჟარგონზე რომ ვთქვათ, კარგ სატოპკეებს გვიწევს ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში,…