სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას…
წელი: 2024
პრემიერი ქართველოლიმპიელებს -თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანის თვის
ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სპორტის გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ოლიმპიური ტრადიციებით. ირაკლი კობახიძემ ვეტერან ოლიმპიელების ამ უდიდესი ტრადიციის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენ იცით, რომ ქართული სპორტი ადგას განსაკუთრებული წარმატების გზას და იცით, რომ განსაკუთრებით, გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები. პირველად ისტორიაში, ჩვენმა გუნდებმა სხვადასხვა სახეობაში მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებას. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, გავიდნენ ჯგუფიდან, ეს იყო ძალიან დიდი წარმატება. ჩვენმა კალათბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ ჩვენს წყალბურთელებს, გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, რაგბისტებმა მოუგეს 6 ერის გუნდებს, ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობას და ეს შემადგენლობა არის ნამდვილად ძალიან გამორჩეული და შთამბეჭდავი. მრავლად არიან გუნდში ოლიმპიური ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონატების ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის პირველობების ჩემპიონები და პრიზიორები და ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად, გამორჩეულად წარმატებული იქნება პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის მოგებული მედლებისა და მოგებული პირველი ადგილების თვალსაზრისით. თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პატარა ქვეყანა არის გამორჩეული თავისი ოლიმპიური ტრადიციებით, აქ იყო საუბარი შედეგებზე ჩვენ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართველებმა მოვიგეთ 133 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის 41 იყო ოქროს მედალი და არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ეს უდიდესი ტრადიცია ქართული სპორტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება. „ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს. მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის
მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად…
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
“ატლანტიკური საბჭოს” შემდეგ რომელიც „გლობალური მომავლის ერთად ჩამოყალიბების“ მისიით ხელმძღვანელობს და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო…
დავით ქართველიშვილი უნგრეთის თავმჯდომარეობაზე ევროკომისიის ბოიკოტის შესახებ- ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა
“მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის…
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა,ჩვენი მოლოდინები გამართლდა“-მაია ომიაძე
2024 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საქართველოსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს.მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-ივნისის პერიოდში…
სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო…
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა
საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისუფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადებისმიღება, დასრულდა, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის…
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ…
იოანე შაიშმელაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ NGO-ებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის კითხვები, რაც „რადიკალური“ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს
„ხალხის ძალის“ წევრი, ტელეწამყვანი იოანე შაიშმელაშვილი „ქართული ოცნების“ კვლევას, რომლის მიხედვითაც 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 97%…
შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შინდისში 7 ქუჩას ჩაუტარდა სრული…
2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი 6 თვეში- საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა მნიშნელოვნად გაიზარდა
2024 წლის 2 კვარტილის მონაცემებით, საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შდგა, რაც +10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ…
2024 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +38.8%-ით გაიზარდა
საქართველოში იანვარი-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის…