დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი რეგიონში. „თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს, როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება საერთო მოცემულობაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს ნატოს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზები“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2024
პრემიერი – როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“
ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია…
ირაკლი კობახიძე – თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო
თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას,…
„საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და აღმოჩნდა მასპინძელი NationalGeographic Traveller Food Fest-ზე“-გურამ ბაღდოშვილი
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში,ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღომონაწილეობა.საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე…
ირაკლი კობახიძე – ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდანსანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს
ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრი დან სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ლატვიის პრეზიდენტი გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან. „ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას. ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იქნება ეს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ გამოყენებული იქნება, თუმცა ეს მათი საქმეა. „საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესც საზოგადოება ისმენს უცხოელი პოლიტიკოსებისგან სამართლიან განცხადებებს, ეს არის საინტერესო, როცა ისმენს უსამართლო განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობა ში
დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია შეურაცხმყოფელი, უხეში ტერმინებით მოიხსენიებდა ტრამპს. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში. ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთს წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში უსამართლობა, ასეთი უსამართლობა მე მგონია, რომ აღარ მოხდება, იმ შეთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე
საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოებისადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზესამუშაო შეხვედრა გაიმართა.ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი…
ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართაც
ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი,…
ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთ ან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება
ის ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვი- ლმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტივა ვერ ექნება. „მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – დღეს იხსნება ხაშურის იუსტიციის სახლი, სადაც ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში – მე-9 ფილიალი
იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაშურის იუსტიციის სახლის…
ზაალ ანჯაფარიძე-რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი
„რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი “ევროპა თუ რუსეთი,” უნდა განადგურდეს…
ედიშერ გვენეტაძე: აგონიაშია საერთაშორისო იმპერიალიზმის დაქირავებული უკრაინის სახელისუფლებო ხროვა, რომლებმაც “პრიჩოსკიან” ჯონსონის დაკრულზე მილიონობით უკრაინელის გაჟლეტას მოაწერეს ხელი აუწრიალდა მუცელი “გმირ” ზელენსკის!
“დაიწყო ამ უკრაინელი ხალხის გამყიდველმა ნაძირალამ საუბარი რუსეთთან და თავად პუტინთან აუცილებელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. გრძნობს და…
გოგა ხაინდრავა-შშ სენატორი ბობ მენენდესი უცხოელ აგენტად გამოცხადდა.არა დემოკრატიის უკუსვლას ამერიკაში!
გოგა ხაინდრავა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აშშ სენატორი ბობ მენენდესის აგენტად გამოცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. აშშ სენატორი…