გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი,…
წელი: 2024
ირაკლი კობახიძე -კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიცგაუმჯობესდება ვითარება და გაადვილდება ჩვენი წინს ვლა ევროინტეგრაციის გზაზე
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად, თუმცა მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი. „უკრაინაში ომი თუ გაგრძელდა ერთ წელიწადზე მეტხანს, ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება რეგიონისთვის. საუბარიც არ არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ასეთ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე. ეს იმხელა უბედურება იქნება მთლიანად რეგიონისთვის, არა მარტო უკრაინისთვის, კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, იმდენად დიდი უბედურება იქნება მთელი რეგიონისთვის, რომ მოლაპარაკებების გახსნა საერთოდ აღარ იქნება აქტუალური ტემა, ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და დაკავშირებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და აქედან გამომდინარე, გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, პრაგმატული ოპტიმისტები და უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ომი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, ქვეყანაში ვითარების ასარევად. სცადეს ქვეყანაში ვითარების არევა და საკმაოდ ეფექტიანი იყო ამ თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსი, როგორც ინსტრუმენტი. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი, ქვეყანაში არევის კუთხით, რაც ჰქონდა კანდიდატის სტატუსს. ცემი ვარაუდია, რომ შესაბამისი სუბიექტები კიდევ უფრო პრაგმატულად მიუდგებიან ამ ტემას. არ გამოვრიცხავ არც წელს მოლაპარაკებების გახსნას. ომი გრძელდება, ალბათობა უფრო ნაკლებია, ამ პირობებშიც შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს წელს, მითუმეტეს, რომ ნათქვამი აქვს მილიონ სუბიექტს, მათ შორის, საქართველოში ოპოზიციას, რომ კანდიდატის სტატუსი ენიჭება არა ხელისუფლებას, არამედ, ხალხს, ანალოგიურად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაუხსნან ხალხს და არა ხელისუფლებას. რატომ უნდა უთხრან ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე, მით უმეტეს, რომ ეს არის მთლიანად ტექნიკური საკითხი. ჩვენს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვიაროთ წინ, თუმცა, ყველაფერში უნდა ვიყოთ პრაგმატულები, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის მცდელობაზე, ბუნებრივია, თავი უნდა იმართლონ
ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ რეალურად, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის…
ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, როგორც კი ომი დასრულდება, რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, ძალიან მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე
ევროინტეგრაცია – ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე -ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობე ბის გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთანურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ,ეს არის შემავსებელი ფაქტორი
ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ორიოდე კვირის წინ და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ჰქონდა ყოველთვის თავისი მისია, ეს იყო დამაკავშირებელი მისია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის. ტუ ორივე მხარეს არ გააღრმავებ თანამშრომლობას, ეს ფუნქცია ვერ აღდგება, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური დაკავშირების კუთხით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გავაღრმავოთ ურთიერთობები, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსიც. აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი, იმ ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ის დანაშაულებრ ივი გეგმების მთავარი ადრესატი იყო
ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე…
ირაკლი კობახიძე -გამჭვირვალობის კანონის საკონსტიტუციო სასამართლო ში შეტანით სალომეზურაბიშვილმა თავადვე აღიარა, რომ ისარის კონსტიტუციისდამრღვევი და არალეგიტიმური პრეზიდენტი
პრეზიდენტი პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად, იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან, თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და შესაბამისად, არალეგიტიმური პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი იმდენად დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან, როგორ შეიძლება, რომ ის იყოს წარმატებული. „მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არათუ ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას ორიოდე თვის წინ, როდესაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამოცხადდა დასკვნა, არამედ პრაქტიკულად მონებად გამოაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ექვსი მოსამართლე. ახლა ამ ადამიანებმა, რამდენად ყალბები არიან, და როგორი ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მონებად გამოცხადებულ ექვს მოსამართლეს მიმართეს სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. როგორი სიყალბეა წარმოიდგინეთ ამ სარჩელით თავად სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. მანამდე ჰქონდა ხელში ჩასაჭიდი ის, რომ მონებს ეძახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ამით ამართლებდა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და ახლა ლეგიტიმაცია აღიარა. პრეზიდენტი პირდაპირ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად იმ დასკვნას, რომელიც დაიდო თავის დროზე მოსამართლეების მხრიდან. თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და შესაბამისად, არალეგიტიმური პრეზიდენტი. ასეთ ტყუილში ცხოვრობენ თავად და საკუთარ თავს და საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებენ ასეთ ტყუილში. ასეთი ძალები ვერ იქნებიან წარმატებული მათ შორის ვერც სარჩელებში. ამ კონკრეტულ სარჩელს რაც შეეხება, იმდენად დაცლილია სამართლებრივი საფუძვლისგან, როგორ შეიძლება, ეს იყოს წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ერთადერთი რამ რაც წერია კანონში, არის ის, რომ ენჯეობმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ საკუთარი ფინანსური დეკლარაცია, ანუ გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტზეა საუბარი, რაც არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. „ამაზე როცა შეგაქვს სამართლებრივი სარჩელი, ეს მეტყველებს, რომ არც სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვთ ამ ადამიანებს და კეთილსინდისიერებასთან აქვთ სერიოზული პრობლემები. ასეთი სარჩელი თავისი არსით არ შეიძლება, იყოს წარმატებული გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, არ შეიძლება, იყოს მტკიცების საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, თუ საიდან და რისთვის ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი? – არაფერი
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ,…
ირაკლი კობახიძე – აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, მომავალი წლისთვის გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში
ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, ჩვენი საქმე არ არის, ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, ჩვენ…
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%
მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს. „არსებობს ედისონ რისერჩის“ კვიპროსის ცნობილი ფილიალი, რომელიც თავის კვლევებს აქვეყნებს. სხვათა შორის, თვითონ ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი ეს კვლევები. ისე მოხდა, რომ უკვე ერთმანეთი გააკრიტიკეს. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როცა კვლევას აყალბებ, იქ რაღაც ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო. აქ ისეთი რაღაც დაწერეს, პერსონალური რეიტინგების ნაწილში მარგველაშვილი გაიხსენეს, რომელსაც 63% მიუწერეს, როცა საქართველოში არ ახსოვს 6,3%-ს, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და ჰყავდა თუ არა ასეთი პრეზიდენტი როდესმე ჩვენს ქვეყანას. ასეთი მარტივი მანიპულაციებით არ შეიძლება სცადო ფონს გასვლა. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, არის კონკრეტული პარტიები, რომლებსაც ათი და მეტი პროცენტით გაუზარდეს რეიტინგი. 2%-ის მაგივრად უწერია 12%. დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს. ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე იყო ერთი – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს. ახლა არის ორი სუბიექტი, რომელიც ახერხებს დღევანდელი მოცემულობით ბარიერის გადალახვას. კონსოლიდაციის შემდეგ მეორე სუბიექტი გაჩნდა, ვისაც აქვს დღევანდელი მოცემულობით 5%-ზე მეტი. რეალურად ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ ჰქვიათ ახალი სახელები. გინდა გერქვას „ახალი“, „ლელო“, „გახარია“, გინდა „ევროპული საქართველო“, ყველა ერთი პოლიტიკური სუბიექტია. მათ აკავშირებთ საერთო პატრონი. რეალურად, ეს არის მათი გამაერთიანებელი. აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეორე ან მესამე პარტია. მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ანუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, მათ დაახლოებით 20%. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%.“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – NGO-ები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში იმ გაუმჭვირვალე ფულით, რომელსაც იღებენ დონორებისგან, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს ქართული პოლიტიკა გაუმჭვირვალე ფულით, ეს არის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 26 ოქტომბერს ტარდება არჩევნები და 26 ოქტომბრისთვის არცერთი ორგანიზაცია არ დაიხურება,…
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული“, ორი წლის განმავლობაში სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობდნენ, არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში ამ ყველაფრის შეცვლა
რადიკალური ოპოზიცია გახდა „პრორუსული“ – არ შეიძლება, ორი წელი ლაპარაკობდე ერთს და შემდეგ სცადო ერთ დღეში…
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრი ვი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონე ტია, მეტი როლი მას არ აქვს
სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი…
ირაკლი კობახიძე ბევრი რამ შეიცვა ლა,რათა არჩევნე ბის შემდეგ სპეკულაციები გამოირიცხოს, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები, შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი
ბევრი რამ შეიცვალა იმისთვის, რომ სპეკულაციები გამოირიცხოს არჩევნების შემდეგ, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები,…
ირაკლი კობახიძე – ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი, ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე
ჯერ „ენჯეოებმა“ უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე…