კახა კალაძე: მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით

საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზეგააცილეს. პარასპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დღეს„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი…

დავით ქართველიშვილი აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენებზე: „იდიოტი” სენატორებისთვის მთავარი იყო მოესმინათ ჩინეთისა და საქართველოს დასჯის მექანიზმების თაობაზე

„საქართველოს „დაუძინებელმა მეგობარმა”, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში, ჯეიმს ო’ბრაენმა სასწაულები ილაპარაკა. ფაქტობრივად ახალი ერა…

ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ ღალატიდან დაწყებული, ქურდობით და მამაძაღლობით დამთავრებული, ყველაფერი იკადრა, ნაცვლად სოროში ჩაძრომისა, ენა აქვს გადმოგდებული და ძალიან დაჟინებით ითხოვს დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ივანიშვილი ფიქრობს, რომ…

საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა 7.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს 36.0 პროცენტით გადააჭარბა- სოსო არჩვაძე

„2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიურ განვითარებას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა…

სოსო არჩვაძე: მწარმოებლურობის, ექსპორტის, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მიღწეული ისტორიული მაქსიმუმები წარმოადგენს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის, არამედ მოწინავე ქვეყნებთან შესაბამისი ისტორიული ჩამორჩენის სწრაფი შემცირების პირობას

ექსპერტი სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, დაბალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსის ფაქტობრივი სტაბილურობა ზრდიან…

ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს, არადა ამავე ინაუგურაციას ევროკავშირის და გაეროს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ნომერ პირველი უსამშობლო და საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით თავს იღიზიანებს და…

საქსტატი- 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელით მშპ 9.0 პროცენტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი…

პრემიერი – ყველა საერთაშორისო ინდექსი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით

ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ…

ირაკლი კობახიძემ ტატო გრიგალაშვილსვერცხლის მედალი მიულოცა – დიდი იმედი მაქვს, პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და  მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ

დიდი იმედი მაქვს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და  მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  მთავრობის მეთაურმა ვერცხლის მედალი მიულოცა ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს და  აღნიშნა, რომ ვიცე-ჩემპიონობა ძალიან დიდი წარმატებაა.  „მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო გუშინდელი ძალიან დიდი წარმატება, ყველას გვინდოდა ოქროს მედალი, თუმცა ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი  წარმატება და მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი გამარჯვება. დღეს მთელი სულით და  გულით ვგულშემატკივრობთ ლაშა ბექაურს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი დღეების  განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ“განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური – დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო  ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა  ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს  განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა მან ვერ შეძლო ინვესტორების  მოზიდვა და ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. „ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა  შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები. რამდენჯერმე მოხდა ასევე გადავადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში  ხაზარაძემ ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და  შემდეგ გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს, იმ თითქოს მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს  მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმის გამო, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერც ერთი  ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა“,განაცხადა …

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. „როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ხედვას – ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს  უნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა, როგორც დასავლეთის, ასევე, აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება“, განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ირანში ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის  უკლებლივ ყველა სახელმწიფო, ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი

ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი  წარმომადგენელი და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. „მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი  სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა  რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის  პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ,  წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც  მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც,  მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ …

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს,…

ირაკლი კობახიძე – ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რათა თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა

ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი…

პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე -აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ

აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებს  ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად  განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორია საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი. „დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა პრემიერმა