რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ერთ ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძა ლის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წელი: 2024
შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი და ტაძარი აშენდება
შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი და ტაძარი აშენდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შოვში ერთი…
ირაკლი კობახიძე – სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება
სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად…
მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში პირადი დაცვისა და სნაიპერთა…
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე…
გოგა ხაინდრავა-ყველაფერი მოსულა $-ზე ევროატლანტიკურ სივრცეში!
კინორეჟისორი გოგა ხანდრავა ტვიტერზე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ეხმაურება, ” ყველაფერი მოსულა $-ს ევროატლანტიკურ სივრცეში! დასავლურ ღირებულებებს…