გლდანის რაიონში N50, სამგორში N28 საბავშვო ბაღების მშენებლობა, ისანში კი N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო, –…
წელი: 2024
დავით ქართველიშვილი: ვიღაცას ძალიან უნდა რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მინდა ამ „ვიღაცის“, კოლექტიური ლომჯარიების ფარულ სიხარულს ჩავწვდე – უკვე ბირთვული არმაგედონის მოლოდინში რომ არიან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კურსკისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმის მცდელობასა და თავდასხმას ეხმიანება.…
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის…
ნანა კაკაბაძე ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტზე: ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად
ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ…
თამარ ჩიბურდანიძე: ქართულ ამერიკული ურთიერთობები იღებს იმ ფორმას, როგორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე -პარტნიორული და არა პატრონული
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.მისი თქმით, ქართულ- ამერიკული…
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა…
ზაალ ანჯაფარიძე-ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სენატორი ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტს და მის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „ქართული ოცნების“ საპატიო…
დავით ქართველიშვილი: იმედია შაჰინ-ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული “საგზაო რუკა” გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე პარტნიორობას სამარე საკუთარი ხელით რომ არ გამოუთხაროს
შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება – უფრო აღშფოთებული.…
ირაკლი კობახიძე -ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, დავიცავით ქართული ჯარის ინტერესები, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმის დანაშაულების გამოძიება
ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რასაც ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, კერძოდ, დადგინდა ჰააგაში, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და დადგინდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ დანაშაულებების გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. „ჩვენ დავიცავით ქართული ჯარის ინტერესები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომელიც იყო აბსოლუტურად სამართლიანი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, ეს არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რაზეც დღემდე არც ერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ ასეთი ტიპის დანაშაულები არ იქნება გამოძიებული, შეიძლება, ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკები. თქვენ იცით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სურს, ხელისუფლებაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ ჩვენ ასეთი რამ, ისინი ძალიან მოკლე ვადებში, მაქსიმუმ 1 კვირაში ჩაიდენენ ისეთივე ქმედებებს, რომელიც კიდევ ერთხელ მიიყვანს საქართველოს ომამდე, რაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა ყველაფერს, იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. თქვენ გახსოვთ მათ პოლიტიკოსების მათი ენჯეოების განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ ომთან დაკავშირებით, თქვენ გახსოვთ მათი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი, მებრძოლი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ნიშნავდა, მეორე ფრონტის მომწიფებას. ისინი არ მალავდნენ საკუთარ სურვილს და ინტერესს, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. „ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 2018 წელს აცხადებდა, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს. „ნაცმოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე, დანარჩენს დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე -გვქონდა კონსულტაციები პარლამენტისთავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები -წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით
გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წარდგინება განხორციელდება. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
დავით ჩიხელიძე ჯინ შაჰინზე – არავის, მით უფრო რიგით სენატორს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ივანიშვილი ვერ შეხვდება ყველას, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს
სენატორი ჯინ შაჰინი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც პროტოკოლის და სტრატეგიული პარტნიორობის უხეში დარღვევა არის.…
ლევან ნიკოლეიშვილი-რა სამარცხვინოდ ჩანს ნიკა გვარამია და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს
მათი გესლიანი კნავილი სასახელო სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ არაერთხელ დაამტკიცეს როგორ არ უყვართ სამშობლო და ნებისმიერი…
თამთა მეგრელიშვილი ლაშა ტალახაძის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებაზე-ლაშას ამ მორიგი მიღწევის მერე იზიარებს ჩვენს საერთო სიხარულს თუ იგივე პოზიციაზე რჩება და მაინც ფეხზე ჰკიდია?
“საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძის ეს დიდი გამარჯვება სიამაყის მომგვრელია და ამძაფრებს ქართველობის და დაუმარცხებლობის შეგრძნებას.ვულოცავ მას…
ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს, ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მანდამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მან დამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა და აქვს შანსი, რომ ოცეულში დაიმკვიდროს ადგილი. „გუშინდელი დღე იყო უბედნიერესი თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის. ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ვუსურვებ ასეთივე წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა. მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგო. განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, რომელსაც იღბალი დააკლდა წინა ოლიმპიადაზე და ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას,დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს…