ირაკლი კობახიძე ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისადვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და  ჩართულობის პოლიტიკას

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, – ამის შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. „თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში განსაკუთრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ამბასადორიალი წლევანდელ წელს, გრძელდება ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ ქართული დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობა, მიღწევები და განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები. ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ცხადია, ამ პროცესში საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ გზაზე თითოეული დიპლომატის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენს საელჩოებს. მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა ხორციელდება პრინციპულად, წარმატებით და თითოეულ შესაბამის ელჩს ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს ჭერს „ქართულ ოცნებას“, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება, –…

ირაკლი კობახიძე  ოპოზიცია არის ერთიანი,კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი,რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს

ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო  პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს. „რეალურად, ოპოზიციის შიგნით, პარტიებს შიგნითაც კი აქვთ სერიოზული პრობლემები, სერიოზული დაპირისპირებები, წინააღმდეგობები. ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს. სხვა შემთხვევაში, მათ შორის, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ძალა დამარცხდა, ბუნებრივია, იქ არის სერიოზული შიდა დაპირისპირებები, თუმცა სწორედ გარე ჩარევა არ აძლევთ მათ იმის თავისუფლებას, რომ დაიშალონ, გაიშალონ და სხვანაირად სცადონ წარმატების მიღწევა მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე:ჩვენდაფიქსირებული გვაქვს მზაობა, რომ სუფთაფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ  ადმინ ისტრაციასთან კონკრ ეტული გზამკვლევით, გარკვეული დროდასჭირდება პრეზიდენტ  ტრამპს ვითარების  გადასალაგებლად,მათშორის „დიფ სთეითის“დასამარცხებლად

გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის  ურთიერთობების მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დაფიქსირებული აქვს მზაობა, რომ აშშს ახალ ადმინისტრაციასთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული პარტნიორობა.  „ოპოზიციას ერჩივნა არსებული ადმინისტრაციის დარჩენა, თუმცა მათ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაშიც წააგეს არჩევნები და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება და მათ შორის, პირველ რიგში შეიცვლება ის, რომ იქნება მეტი სამართლიანობა აშშ-სგან. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი  მზაობა, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ადმინისტრაციასთან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რისკები ძალაში რჩება და მათ შორის იმის გამოც, რომ გარკვეული დრო დასჭირდება პრეზიდენტ ტრამპს ვითარების გადასალაგებლად, მათ შორის „დიფ სთეითის“ დასამარცხებლად, რომელიც არის მისი გაცხადებული მიზანი. აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების  მაგალითზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერი სანქციებზე – გვაქვს იმედი, რომ არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული,  რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც…

ირაკლი კობახიძე ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი

ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას…

ირაკლი კობახიძე – როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი

როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს…

ნათია ფანჯიკიძე ანა წითლიძეს: დამალეთ კბილები და ბრჭყალები, ახალგაზრდებს მართლა არ ახსოვთ, მართლაც პუტინის მმართველობის სტილი როგორ დააწესეთ საქართველოში!

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ანა წითლიძეს შორის მწვავე დებატები მოჰყვა სოციალურ ქსელში ნათია…

პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ელჩების კონფერენცია 2024-ის…

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და…

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია  ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას  საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ “X”-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის…

ნიკოლოზ მეტრეველი გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე: რამ დასცა ფსკერს ქვემოთ გამობრძმედილი აგენტი შაიშმელაშვილი? ფულმა, რომელიც ოპოზიციისგან აიღო

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის თაობაზე…

სოფო ხუნწარია და „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა

სოფო ხუნწარიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, სოფო ხუნწარია და გადაცემა „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა.…

პრემიერი  –  მიხეილ ყაველაშვილი ძალიან კარგად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც ეს იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, როგორც მთავრობა, ისე პრეზიდენტი, ერთად ვიზრუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვაზე

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…