ირაკლი კობახიძე -როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების  ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა,  რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი

როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არიან ადამიანები და არის ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომ არ უნდა არსებული ხელისუფლების დარჩენა მმართველობის სათავეში. „ხათუნა ლაგაზიძეს პირდაპირ აქვს გაცხადებული ყველას თვალწინ საარჩევნო მიზანი. ის აწარმოებს საარჩევნო აგიტაციას. ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი საარჩევნო აგიტაცია. თქვენ გახსოვთ, რომ ის აორგანიზებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ კონცერტს ბათუმში და 150 კაცზე მეტი ვერ მიიყვანა. მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით რა ეფექტი აქვს ხათუნა ლაგაზიძის და მისი ორგანიზაციის აგიტაცია-პროპაგანდას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია სამართლებრივი მხარე. მთავარი არის ის, რომ ორგანიზაციას აქვს განცხადებულის საარჩევნო მიზანი, ადამიანს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ახლა ამბობს, რომ არ უნდა ამის სამართლებრივად აღიარება. ეს არის აბსურდი. თუმცა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევებშიც,  გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ლაგაზიძეს, ვერც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ვერც რომელიმე სხვა ორგანიზაციას, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მიუხედავად ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი არჩევნების შედეგებზე, რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ მიშვებული იყოს ეს პროცესი. ანუ გავყვეთ არა წმინდად სამართლებრივ გზას, არამედ, გავითვალისწინოთ მიზანშეწონილობის კომპონენტი. რაც შეეხება ამ ფაქტს, არის ადამიანი, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომ არ უნდა არსებული ხელისუფლების დარჩენა მმართველობის სათავეში. ასეთ დროს, როდესაც რაღაცას აპროტესტებ, გაუგებარია, არ შეიძლება ასეთი მიდგომა შეინარჩუნო. ან უნდა თქვა, რომ გინდა ხელისუფლების ცვლილება, ან უნდა თქვა, რომ არ ერევი ამ საკითხში. როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი“,  – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება

ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის…

ირაკლი კობახიძე – მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, დარწმუნებული ვართ, თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება

ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები, – ამის…

ირაკლი კობახიძე  – ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობას და მსგავს ორგანიზაციებს შეუფარდა განცხადებული…

გია აბაშიძე: კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა

კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს,…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული

სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს; ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას,…

პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა. კობახიძის განცხადებით, წულაძე…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება  მიულოცა,…

ირაკლი კობახიძე – მიხაილ როთი, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის, რაც უფრო მეტად იაქტიურებს რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია

რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,…

ირაკლი კობახიძე – ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და ეს აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში

ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და…

UFC მებრძოლი რენატო მოიკანო: ეშმაკსაც წაუღია მაკრონი, ეშმაკსაც წაუღია გლობალისტები, ისინი ცდილობენ ბიძგი მისცენ პოლიტიკურად კორუმპირებულ დღის წესრიგს

საფრანგეთის მთავრობა საშინელია. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ სცადა ღმერთის ამოშლა, მაგრამ იცით რა? იესო ქრისტე დღეს…

ზურაბ ქადაგიძე: რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა

რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა,- წერს…

გია აბაშიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე- თავისი არადიპლომატიური განცხადებებით, აშშ-ის საელჩო იქცა პოლიტიკურად მოდებატე მხარედ, რაც ასევე უპრეცედენტოა

„იმის გამო, რომ ამერიკის გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სიყალბის გამავრცელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “ისფედი” როგორმე გამართლდეს, იდგმება…

ედიშერ გვენეტაძე: მალეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერმა სალომემ ნამდვილი ზრახვები, მაგრამ საბოლოოდ ვერ დამალეს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ლგბტ, ქართული სახელმწიფოს და მართლმადიდებლური ეკლესიის მაგინებლის მიხაილ როთის თანამზრახველები არიან

მალეს, მალეს აქაურმა მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერმა სალომემ ნამდვილი ზრახვები, მაგრამ საბოლოოდ ვერ დამალეს,…

თამთა მეგრელიშვილი: საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა დაიმსახურა, რაც ნიშნავს კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს ქვეყანაში, სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის კარგ პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საჯარო…