მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, განხორციელდება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, – ამის…
წელი: 2024
პრემიერი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს, კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ NGO, ორგანიზაცია თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში იუსტიციის…
ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის…
ირაკლი კობახიძე – არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი
წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 4%-მდე შევამციროთ სიღარიბის დონე ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს ეს მაჩვენებელი…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე
ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი…
პრემიერი გახარიაზე – მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები
გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე,…
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.ევროპის ერთ-ერთ წამყვან…
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა,…
დავით კაჭარავა: ის დღის წესრიგი, რომელსაც ეყრდნობა კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყნის გარედან არის მართული და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების ცვლილებას ემსახურება
ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნების პროცესში, უცხოური ძალების მხრიდან ღიად ჩარევაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის…
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაელ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერია
ვნახეთ პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა [ბუნდესტაგში], დღეს იყო კენჭისყრები და ვნახეთ, რომ მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა,…
შალვა პაპუაშვილი-დღეს რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რევთო, თავის დროზე რატომ ჩარიეს, რომ ითხოვდნენ, ქართველები გამოაგზავნეთ აქ უნდა იომონო
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბანერები იყო, რაც ჩვენ გვაქვს და ყველამ უნდა შეხედოს ამ ფოტოებს და განსაკუთრებით…
ირაკლი კობახიძე როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის
ჩვენ მაქსიმალურად გვინდა გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი…
ირაკლი კობახიძე -სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული
სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ის ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, ის პირდაპირ და უხეშად არღვევს საარჩევნო პრინციპებს. „რეალურად ოპოზიციის ამოცანა არის ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. თუ წინასწარ ეტყვიან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ისინი ვერ მოახერხებენ ამომრჩევლის მობილიზებას. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ისინი ძალიან თამამად და ხმამაღლა ჰპირდებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ახლა იცვლებოდა ხელისუფლება, ახლა იგებდნენ არჩევნებს, ეს იყო 2016-2018 წელს, ეს იყო 2020-2021 წელს, მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს. გასაგებიც არის რაღაც კუთხით, შეიძლება იცოდე წინასწარ რომ აგებ არჩევნებს, მაგრამ ეს არ უნდა უთხრა ხომ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის რეალურად ოპოზიციის დამოკიდებულება. მეორე მხრივ, როდესაც ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, როცა სინამდვილეში გაქვს აბსოლუტურად კატასტროფული რეიტინგი და ჰპირდები გამარჯვებას არჩევნებში შენი კოლექტიური პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამის შემდეგ ხომ უნდა ჩახედო თვალებში საკუთარ ამომრჩეველს, ეს არ აინტერესებთ. იმდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ეს ტყუილი არ აინტერესებთ. 26 ოქტომბრის საღამოს რომ მოუწევთ საკუთარი ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვა, რომელსაც ატყუებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ არის საერთოდ მათი ინტერესის საგანი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ამომრჩეველთან ჩვენს საარჩევნო შედეგებზე, დაზუსტებით ვეუბნებით, რა არის ჩვენი მოლოდინი. შეგახსენებთ, 2020 წელს, როცა ტარდებოდა არჩევნები, მაშინ პირადად მე ვაკეთებდი განცხადებებს, რომ ველოდებოდი დაახლოებით 90 მანდატს და ისე დაემთხვა, რომ მივიღეთ 90 მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. 2021 ვამბობდი, რომ ვაპირებდით იმ შედეგის გამეორებას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე, გამომდინარე სოციოლოგიური კვლევებიდან და რეალურად 1- პროცენტიანი განსხვავება იყო მხოლოდ 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებს შორის. ასევე, 2016 წელს, როცა ჩვენ მივიღეთ ხმების 48 პროცენტი, ოდნავ მეტი, ჩემი განცხადება იყო, რომ ჩვენ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, ანუ ეს ნიშნავს უხეშად დაახლოებით, 50 პროცენტს და აქაც იყო მიზერული ცდომილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს ატყუებს ამომრჩეველს. „ტყუილი ზოგადად არ უნდა იკადრო და მეორე ის, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიტყვაზე ამომრჩევლის მიმართ. მოგიწევს არჩევნების დღეს თვალი გაუსწორო საკუთარ ამომრჩეველს. შენ თუ გექნება ტყუილი ნათქვამი, აქ ელემენტარული პასუხისმგებლობის ამბავია, რომ გამართული იყო წელში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არ აინტერესებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამიტომ იტყუებიან სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელიც ამბობს 20-25 პროცენტს. ტყუილსაც ხომ აქვს რაღაც საზღვრები, იგივეს ამბობს ვაშაძე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ორი პოლიტიკოსია დღეს საქართველოში, რომელიც 20-25 პროცენტს ამბობს, ეს არის გიორგი ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი. …
ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება
ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო…
ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება
ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო…