საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბულინგის თემას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ამჯერად…
წელი: 2024
კესო მახარაძე “მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის
ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე,…
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
პირველი რვა თვის მონაცემებით წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. ჩვენ წინა 3 წლის განმავლობაში…
ჯგუფი “მგზავრები”- სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე
ჯგუფი “მგზავრები” თბილისის მერიის მიერ დაორგანოზებულ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვყენებს და იმ ბულინგის კამპანიას…
მამუკა მდინარაძე – ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ უნდა ავირჩიოთ მკვლელი და მწამებელი სააკაშვილის პარტია, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი კრიმინალი გვარამიას პარტია, თაღლითი ხაზარაძის პარტია ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია, ყველა ერთად კი საერთო პატრონიანი აგენტურა
პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს…
ირაკლი კობახიძე -ქართველ ხალხს აქვს რწმენა,რომ„ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ, მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა – კოლექტიური “ნაცმოძრაობა“
ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ, მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა – კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მესიჯი, თითქოს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, სიყალბეა. „საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 %, „ქართულ ოცნებას“ 60 %. ეს ნიშნავს იმას, რომ უხეშად რომ გითხრათ, ასეთ ტყუილებს არავინ ჭამს, არავინ ყიდულობს საქართველოში. ის ფაქტი, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 % და „ქართულ ოცნებას“ 60 %, მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციის მესიჯი ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებით, თითქოსდა ეს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, არის სრული სიყალბე. 85 % და 60 % ერთად მიანიშნებს რაზე, რომ ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ. მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა – კოლექტიური “ნაცმოძრაობა“. შეგახსენებთ, ვინ არიან ესენი – „ნაცმოძრაობა“ 9 წელი იყო ხელისუფლებაში, ამ 9 წლის განმავლობაში რაც გააკეთა იყო ის, რომ აწამებდა ადამიანებს, გადაავსო ციხეები. ჩვენ 2.5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ სიკვდილიანობა ციხეებში. ვიღაცებს უნდათ, რომ ანტიევროპული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ წარმოაჩინონ ევროპულ ძალად. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბიზნესის ტერორი, ბიზნესის რეკეტი.…
ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს…
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცმოძრაობას“, გახარიას, ხაზარაძეს – ამომრჩევლები ხმის მიცემით ხელს უწყობენ, რომ დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ, ასევე ეთანხმებიან ყველა იმ დანაშაულში, რაც მანამდე იქნა ჩადენილი. დამნაშავეზე ხმის მიცემა იგივე დანაშაულია
მე ვერ ვიტყოდი რომ მწვავე კრიტიკა მივიღეთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამ ინიციატივას მხარს საქართველოში.…
მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება- ამას თავად აღიარებენ
პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს ეხმიანება, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება…
სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ,ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან,…
ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი” ახალგაზრდა მეწარმეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის“-ედვარდ მკრტიჩიანი
„ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე ედვარდ მკრტიჩიანი. საოჯახო სასტუმროს მფლობელის…
თამთა მეგრელიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას -იმოქმედოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ
„ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას –…
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს,ჩვენი ბრალია, ჩვენი!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, “პრობლემა არ არის…
ლევან ნიკოლეიშვილი-როდესაც ევროკავშირის ელჩი შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის ამომრჩეველს ამაზე მეტი დარღვევა რაღა უნდა იყოს?!
„როდესაც ევროკავშირის ელჩი შეგნებულად არღვევს თავის ფუნქცია -მოვალეობებს, პირდაპირ მუქარისა და შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის…
ირაკლი კობახიძე -არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი დაპროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში,არაფერი მიანიშნებს იმაზე,რომ რამე შეიძლება შეიცვალოს
არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ელჩის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის დამსახურება. „არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს. რაც შეეხება არჩევნების დღეს – არჩევნების დღეს გამოყენებული იქნება ელექტრონული აპარატურა, ხმების დათვლა, მანამდე ხმის მიცემა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფორმით. ანუ, არჩევნების დღესაც გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია. არათუ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება ეს არჩევნები. ასეთ ვითარებაში მსგავსი განცხადებების გაკეთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. როცა ამ ყველაფრის პირობებში მაინც მიდის ამაზე საუბარი, ეს შემაშფოთებელია. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს დაახლოებით 60%-ს ამ არჩევნებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წააგებს ამ არჩევნებს. შეიძლება ვიღაცას ეწყინოს,რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვეღარ აწამებს ადამიანებს, ვეღარ დახოცავს ქუჩაში 150 ადამიანს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ვეღარ მიიტაცებს ტელევიზიებს, ვეღარ გაძარცვავს ბიზნესებს, ვეღარ დაიწყებს ომს და აღარ დაკარგავს დამატებით საქართველოს ტერიტორიებს. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საწყენი და გამაღიზიანებელი, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის დამსახურება, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ამ ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ასეთ პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოგების იმედი, ის აშკარად არასწორი მიმართულებით აზროვნებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.