ბიძინა ივანიშვილი-როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი რამდენჯერმე ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი

„როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი კარგად განვუმარტე რამდენჯერმე. მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და…

ბიძინა ივანიშვილი: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველია ის, რომ ვირტუალური რეალობა რეალობას გაუთანაბროს, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს

ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და…

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს, საზოგადოება უფრო ღიზიანდება განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძლიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ – მეპატრონეებს…

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, შესაბამისად, გვმართებს დიდი სიფრთხილე

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე…

თამთა მეგრელიშვილი: ანა წითლიძე “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებდა – აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დავალებით თავად არის ამ სქემით მოქმედიცა და მონაწილეც

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგებულ მახეში ანა წითლიძე გაება. კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი ცირა კვარაცხელია „ნაცმოძრაობის“…

მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო…

დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის ბრალდებებზე: ბინძური კამპანია, თითქოს “ოცნება” მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევდატყუილი აღმოჩნდა,სამაგიეროდ დამტკიცდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამომრჩეველზე ზეწოლას და მოსყიდვას ახორციელებენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია!

“ნაციონალური მოძრაობის” ბინძური კამპანია, თითქოს ოცნება მოქალაქეები პირადობის მოწმობებს ართმევდა ტყუილი აღმოჩნდა, სამაგიეროდ დამტკიცდა, რომ ნაციონალური…

რამაზ საყვარელიძე – თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. – ბატონო…

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ცხელი შემოდგომის“ შედეგები, კვლავინდებურად არის ორი იმპერიალისტური მონსტრის: „გლობალური ომის პარტიის“ და რუსეთის ყურადღების ქვეშ და ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუს-ის მიერ ქვეყნისთვის არაერთი საფრთხის აცილებას ეხმიანება და მოსალოდნელი საფრთხეების…

მამუკა მდინარაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო და საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზებაც აქედან გამომდინარეა

ამას უზრუნველყოფს ის, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის…

შალვა პაპუაშვილი – ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა – რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში

საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა…

ირაკლი კობახიძე -პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულება ასახული იქნება  ბიუჯეტში,რომელიც ახალი სახით დეკემბრის დასაწყისში წარედგინება პარლამენტს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2025 წლის ბიუჯეტში ზრდა იქნება ყველა მიმართულებით.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,პირველად პროექტთან  შედარებით,  პენსიების  ნაწილში სერიოზულად იზრდება ბიუჯეტი.  „ბიუჯეტის ზრდა გვექნება ყველა მიმართულებით, მათ შორის როცა საქმე ეხება კულტურას და სპორტს, გვექნება სერიოზული მატება, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილია.  პენსიების ნაწილში პირველადი პროექტი რაც იყო წარდგენილი, იმასთან მიმართებით სერიოზულად იზრდება ჩვენი ბიუჯეტი. ყველა მიმართულებით, რაც გვაქვს პროგრამაში წარმოდგენილი, ყველა შესაბამისი ფინანსური რესურსი იქნება ასახული ბიუჯეტში, რომელიც უკვე ახალი სახით იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე დეკემბრის დასაწყისში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო„პარაგრაფის“კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“  კომპლექსი დაათვალიერა.მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ბაიდარაშვილისგან მიიღეს. „თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. პროექტში ჩადებულია 175 მლნ დოლარის ინვესტიცია და ეს იქნება უნიკალური სივრცე თბილისისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენ ვიმგზავრეთ ახალი საბაგიროთი და ძალიან კარგია, რომ ახალი წლისთვის გაიხსნება როგორც სასტუმრო კომპლექსი, ასევე საბაგირო გზა, რითაც ისარგებლებენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი ვიზიტორები. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, რომელიც იყო მთლიანად ამ იდეის ავტორი და ამ პროექტის სულისჩამდგმელი. ბატონი ბიძინა  ივანიშვილი ყოველთვის ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ეს პროექტიც ამის საუკეთესო  გამოხატულებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი სექციის სადგურებს შორის მანძილი 1200 მეტრია და მგზავრობას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, ხოლო მეორე სექციის სადგურებს შორის არსებულ 700-მეტრიან მანძილზე მგზავრობის ხანგრძლივობა 3,5 წუთია. პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსის მშენებლობაც დაათვალიერეს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სასტუმრო „პარაგრაფ თაბორი“ და თავისუფლების მოედნის და  თაბორის  ქედის დამაკავშირებელი საბაგირო ახალ წელს დასრულდება.

ირაკლი კობახიძე-საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას,რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს

საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება. „რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის ის, რომ სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება, მაშინ, როდესაც საქართველოში დღეს ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.არავითარი პრეტენზიის საფუძველიც კი არ არსებობს. მოლდოვაში კანდიდატები პირდაპირ ჩახსნეს, რეგისტრაცია გაუუქმეს თითიდან გამოწოვილი საბაბით. საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ყველა თვალსაზრისით. არის სამართლიანი, კონკურენტული გარემო. ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი სიცრუით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეს, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად ერთი კვირით ადრე წააგო არჩევნები რადიკალურმა ოპოზიციამ

უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ, – …