ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმიანება და გვეუბნებიან, რომ აი მამაო ვის მივცეთ ხმა? როგორ მოვიქცეთ? ერთი რამე…
წელი: 2024
დავით ქართველიშვილი: რევოლუციური სცენარის ხორცშესხმის მიზნით, კრიპტოვალუტაში გადაყვანილი, ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული თანხების “გათეთრებას” კეზერაშვილის ადგილობრივი ოფისები ახორციელებენ, მათ ერთ ნაწილში, მაგალითად “ატლანტიკურ საბჭოში” უკვე შესულია ფინანსური პოლიცია
ყოველი რევოლუციური სცენარის უკან, ყოველი სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმარებისას, რა თქმა “დგას” დიდი ფული და მათი ქვეყანაში…
ზურაბ ქადაგიძე: ვინც რადიკალურ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, დამნაშავე პერსონებზე ხმის მიცემა დანაშაულის მხარდაჭერა და თანამონაწილეობაა
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ…
ირაკლი კობახიძე -ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სასულიერო განათლებასადა მეცნიერებაზე ზრუნვას, მის პირად ძალისხმევასთან არის დაკავშირებული საბჭოთა პერიოდში სასულიერო სწავლების, მწიგნობრობისა და მეცნიერებისუპრეცედენტო აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაციების – „ბიბლია პოლიგლოტა“ და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ – წარდგენას, მით უფრო, რომ დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე და დაბადებიდან 92-ე წლისთავს ეძღვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პუბლიკაციების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქის მოღვაწეობაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასულიერო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას. „სწორედ უწმინდესის სახელთან, მის უდიდეს პირად ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სემინარიებისა და აკადემიების დაარსება, სასულიერო სწავლების, მწიგნობრობისა და მეცნიერების უპრეცედენტო აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში. პუბლიკაციები, რომლებიც დღეიდან უმნიშვნელოვანეს შენაძენად იქცევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამ დიდი ძალისხმევის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია. მათი გამოცემა არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, მეცნიერების, მთლიანად საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო მამა გიორგი ზვიადაძეს და ედიშერ ჭელიძეს. როგორც ცნობილია, პუბლიკაციები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწორედ მამა გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით და ედიშერ ჭელიძის თაოსნობით. მადლობას ვუხდი ყველას, ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომების გამოცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თამარ ჩიბურდანიძე: 12 წლის შემდეგაც რომ იგივე რაოდენობის ზღვა ხალხი დაგიდგება გვერდით, ხომ უნდა მიხვდეს დასავლეთის ზოგიერთი მესვეური, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ ღირს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ეს…
თამთა მეგრელიშვილი-ოპოზიციის პოლიტიკური მდუმარება რევოლუციის საწინდარია! 26 ოქტომბრის ღამეს წაგებული ოპოზიცია არჩევნების მოგებას იზეიმებს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ აკერმანისეული მეთოდით გავლილი გადამზადებისათვის დასავლეთი ფულს ტყუილად არ იხდის
„26 ოქტომბრის ღამეს არჩევნებში წაგებული ოპოზიცია არჩევნების მოგებას იზეიმებს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ აკერმანისეული მეთოდით გავლილი…
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის ხსნის ერთადერთ გზას რევოლუცია წარმოადგენს, რომელსაც ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, ფინანსური რესურსის მობილიზება უკვე დაწყებულია, კერძოდ უცხოეთიდან აქტიურად ხდება ე.წ. კრიპტო ვალუტის შემოდინება
ოპოზიციის ხსნის ერთადერთ გზას რევოლუცია წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, ფინანსური რესურსის…
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
.ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. კონცეფციისპრეზენტაცია, მოწვეულ სტუმრებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის…
ლევან ნიკოლეიშვილი – ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რასაც უზრუნველყოფს „ნაცმოძრაობის“ ფინანსები, რომელიც ე.წ. კრიპტოვალუტის სახით შემოდის საქართველოში და შემდეგ ხდება მისი განაღდება რეალურ თანხებზე
ახლა სამართალდამცველები არიან შესულები ევროპელი პენსიონერების მძარცველების მთავარ ოფისებში, საიდანაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები. მაქვს ეს…
გიორგი ზერეკიძე-როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, თითოეულმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ
„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ…
ლევან ნიკოლეიშვილი – ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში, არავინ იფიქროს, რომ ეს დაუსჯელი დარჩება, ყველას მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება თანამონაწილეობის გამო
ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს…
ირაკლი კობახიძე – ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი საარჩევნო და პოსტსაარჩევნო გარემო, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა
ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე მშვიდი პოსტსაარჩევნო გარემო, ეს…
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის, არასამთავროების და ზოგიერთი უცხოელის დაჟინებულ მოთხოვნებს რომ დავყოლოდით და სანქციები დაგვეწესებინა, სავალუტო ფონდის ანგარიშში ახლა აღწერილი იქნებოდა, ჩვენს ღრმა ეკონომიკურ კრიზისს რამე თუ ეშველებოდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით 2024-2029 წლებში საქართველოს ექნება ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა,…
ირაკლი კობახიძე-2012 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია, ამის მიზეზი არის ის,რომ ჩვენ ზეწოლის მიუხედავად,შევძელით მშვიდობის შენარჩუნება,გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დისკრედიტირებული
2012 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი გამოწვევების, შანტაჟის, ზეწოლის მიუხედავად, შევძელით ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახა და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დისკრედიტირებული, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერის თქმით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ დადგეს ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. „ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ 60%-მდე იქნება ჩვენი შედეგი. არის შესაბამისი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს მხარდაჭერა არის უპრეცედენტოდ მაღალი. 2012 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი გამოწვევების, შანტაჟის, ზეწოლის მიუხედავად, შევძელით ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზეც აისახა და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დისკრედიტირებული, არ აქვს არავითარი რეპუტაცია, არის დანაწევრებული და დასუსტებული აბსოლუტურად. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად რეალური მოლოდინი, რომ 60% იქნება „ქართული ოცნების“ შედეგი, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობადანარჩენი დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.უპრეცედენტოდ მაღალია ჩვენი მხარდაჭერა ამ არჩევნებზე, 928 000-იდან სავსებით რეალურია, რომ მილიონს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს ჩვენმა მხარდაჭერამ, ეს არის ჩვენი მოლოდინი“, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე – შსს-ს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, ოპოზიციის უკიდურესად ძალადობრივი აქციების დროს სამინისტრო მოქმედებდა კანონისა და იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს აკისრია მოქალაქეების წინაშე
შსს-ს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც შეეხება ოპოზიციის კონკრეტულ აქციებს, რომელზეც…