კახა კალაძე: რადიკალური ძალები განწირულნი არიან მარცხისთვის და ეცდებიან სპეკულაციებით გაიტანონ თავი დღის ბოლომდე

„არავის მივცემთ შესაძლებლობას უბნები აურიონ. ყველა მოქალაქე საკუთარ არჩევანს მშვიდ ვითარებაში გააკეთებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის…

ირაკლი კობახიძე – როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია  – ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“

როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“,- –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერის თქმით,  მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. „მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ. ეს იყო ის, რომ ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ამ ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასე მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი: ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „”წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში”…

ირაკლი კობახიძე – უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის

სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს…

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი  და დამოუკიდებლობა,ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს მშვიდობის გარანტი, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა

ქვეყნის მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან ისე ევროკავშირთან „ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს გარანტი მშვიდობის, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. მაგრამ ერთადერთი გარანტი მშვიდობის არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ.  როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები, მათ შორის გუშინდელ სიგნალებსაც ვგულისხმობ. გვაქვს არაჩვეულებრივი სიგნალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები ძალიან მალე გადაიტვირთება, იმაზე მალე შეიძლება, ვიდრე მანამდე ვპროგნოზირებდით. ვგულისხმობ სიგნალებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ვგულისხმობ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღეს არჩევნებია – ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი

ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით…

ირაკლი კობახიძე – ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს  არჩევნებს, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი

ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს, –  ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე-2012წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა  ყველაფერი

2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი, – ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. „2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი. ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები, მოვუწოდებ ოპოზიციას, აღიაროს არჩევნების შედეგები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე- ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი  დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას

ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ასევე კარდაკარის შედეგები.  „არსებობს სოციოლოგიური შედეგები, რომელიც გვაქვს ჩვენ, არსებობს „გორბის“ კვლევის შედეგები. ასევე რაც მთავარია ჩვენთვის, არსებობს კარდაკარის შედეგები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობას 73 შტაბი. ყველა პასუხისმგებლობით აღჭურვილი პარტია ატარებს კარდაკარს. ჩვენ ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ჩაატარა კარდაკარი. კარდაკარი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები დადიან თითოეულ ოჯახში და იღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე –  ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება

დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და…

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, შეეგუონ იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. …

მიხეილ ყაველაშვილი: თუ განსხვავებული შეხედულება აქვს სალომე ზურაბიშვილს – გადადგეს, გახდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და გააკეთოს ის, რაც უნდა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უცხოური ძალების, რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო გეგმებს ეხმიანება. „იმდენად…

მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე – ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს

„ფხიზლად უნდა ვიყოთ – ამას „ხალხის ძალა“ მთელი ორწელიწადნახევარია ვამბობთ. წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზეც, რომ კანდიდატის…

ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი-რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 26 ოქტომბერის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს . ” ჩემი ოცნებაა…