ცსკ_ს პასუხი კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული…

ზურაბ ქადაგიძე: კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურაში კი არ ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, პირიქით, ვინც სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას აბრალებდა, ჯერ აკავებდნენ, მერე ძვლებში ამტვრევდნენ წამებით, კობა დავითაშვილის ამბავიც ჰყოფნის მაგალითად, ჩემი თუ არ გჯერათ, პროკურორ გვარამიას ჰკითხეთ

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა:…

თამარ ჩიბურდანიძე: წინასაარჩევნოდ ვფიქრობდი, რა ტყუილი შეიძლებოდა გამოეცხო ოპოზიციას ამ არჩევნებზე? ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ ამ ინოვაციურ ტყუილზე არ მიფიქრია

„არ სჭირდება ექსპერტობა იმ საკითხს, რომ იცოდე – საქსტატის მონაცემები სხვაა და რეესტრის სხვა. საქსტატს მოსახლეობის…

ეს არ არის კუბა ან ვენესუელა, ეს პენსილვანიაა – სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის რიგს პოლიცია კეტავს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო, სადაც პოლიცია ხმის მიცემის რიგს კეტავს…

ირაკლი კობახიძე – პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,8 პროცენტი, იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე იყო სამწლიანი საშუალო…

ირაკლი კობახიძე – წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, რაც გვარამიას არ აქვს, მის პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ

წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, გვარამიას არ…

ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართა უპრეცენდენტო გარე ჩარევის ფონზე, ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს აუცილებლად მოხდება

ეს არჩევნები წარიმართა უპრეცენდენტო გარე ჩარევის ფონზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის…

26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათიაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას- ცსკ

26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათიაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას. ამასთანდაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა…

ირაკლი კობახიძე -თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კეთილი ინებონ და მიმართონ პროკურატურას,ყველა აერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს

თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით – ყველა აერიდება მტკიცებულებების  წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა ფაქტებით დაამტკიცა 2020 წელს, რომ ენჯეოების და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ არჩევნების შემდეგაც უკვე დამტკიცდა იგივე. „ოპოზიცია ატყუებდა საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოში ყოველი მეორე იყო ნაცი, რაც ბუნებრივია, ვერ იქნება სიმართლე. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ჩვენი მოქალაქეები უფრთხილდებიან მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც იყო უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მაგრამ ეს ადამიანები, ოპოზიციის წარმომადგენლები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია იგებდა არჩევნებს. ახლა მათ მოუწევთ, თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გამოავლენენ ღირსებას იმისათვის, რომ სიმართლე უთხრან ამ შემთხვევაში მაინც საკუთარ ამომრჩეველს და მათ უწევთ ახალი ტყუილის თქმა. მანამდე ატყუებდნენ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითქოს იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ იმის თქმა, თითქოს, გაყალბდა არჩევნები. ესეც არ არის ახალი. იგივე ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ფაქტებით დავამტკიცეთ 2020 წელს, რომ თითოეული ენჯეოს და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ შემთხვევაშიც უკვე დავამტკიცეთ იგივე, თუმცა, გავაგრძელებთ ამ მტკიცებას მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ამაში პროკურატურის როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი იქნება გამოძიებული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ წარიმართება პროცესი – ყველა აერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში  ლიბერალურ ფაშიზმს,  ამ შემთხვევაში ალბათ შეფასებები იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, პიტერ სიიარტოს მინიშნება რელევანტურია 

თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, ამ შემთხვევაში ალბათ შეფასებები იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს  განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინიშნება, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გააკეთა ლიბერალურ და კონსერვატიულ ძალასთან დაკავშირებით, რელევანტურია.  „გახსოვთ,2008 წელს, როცა ტოტალურად გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი დადებითი შეფასებები გაკეთდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. მინიშნება, რაც გააკეთა ბატონმა სიიარტომ,  არის აბსოლუტურად რელევანტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე: ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ,რაც წარმოდგენილი იყო

„ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგი გვაქვს. კიდევ უფრო მეტ რეფორმასგანვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციისგზაზე…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად, თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, წარადგინოს პროკურატურაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვინაიდან არ აქვს არავითარი ფაქტი, პროკურატურაში მისვლას ვერ გაბედავს

პროკურატურაში გამოძიება წარიმართება და თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, – ამის…

ირაკლი კობახიძე   – ჰელსინკის კომისია   იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მმართველი პარტიის მადისკრედიტებელი ინფორმაცია, იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია, რომ ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო

ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8 000 მეგავატზე მეტი, 2030 წელს კი უნდა გადააჭარბოს 10 000 მეგავატს და ამ მიმართულებით ყველანაირი საფუძველია შექმნილი

ჩვენი ამოცანაა, 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8 000 მეგავატზე მეტი, საუბარია რესურსების გაორმაგებაზე. 2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10 000 მეგავატს და ამ  მიმართულებით  ყველანაირი საფუძველია  შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ენერგეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს.  რაც შეეხება ენერგეტიკას, ამ მიმართულებით ჩვენ გასული 12 წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, დადგმული სიმძლავრე იყო მხოლოდ 3 359 მეგავატი საქართველოში 2012 წლისთვის, უკვე არის გაზრდილი 4600-მდე, აქ გვაქვს 37 პროცენტამდე ზრდა. ჩვენი ამოცანაა 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8 000 მეგავატზე მეტი, საუბარია რესურსების გაორმაგებაზე. 2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10…

ირაკლი კობახიძე- თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს,ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე…