ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2024
დავით ქართველიშვილი: საკუთარი ხალხის გამწარებით – ჰარისმაც ვერაფერს მიაღწია. ხელისუფლებაში რომ მოხვიდე, ხალხის გულები უნდა მოიგო
„კომპიუტერ/ტელეფონებში გამარჯვების მიღწევა უფრო პრაგმატულია. რაც შეეხება თბილისელების გამწარებით ხელისუფლებაში მოსვლას – „უკუღმაა ეს ასინეთა, უკუღმა“,…
ირაკლი კობახიძე-გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებთან ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე, ასევე, მოვისმენთ მათ გზავნილებს, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს
საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გაწერა შესაბამისი გარანტიები, რაც გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს შეეხება და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს გამოცდილების გაზიარება, ისე პარტნიორების გზავნილების მოსმენა, კონფერენციის ფარგლებში. „საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გავწერეთ შესაბამისი გარანტიები, რაც უკავშირდება ეკოლოგიას, ეკოლოგიურ უფლებებს, გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოცდილებაზეც გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ასევე ჩვენი პარტნიორების გზავნილები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის…
ირაკლი კობახიძე – უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან
გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით არჩევნებს საქართველოში, არჩევნებს აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. „ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას – ერთი, ეს იყო არჩევნები საქართველოში, მეორე იყო არჩევნები აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით და ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე გნებავთ კანონებთან, გნებავთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან “, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს
მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.…
კახა კალაძე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნაზე: თქვენ ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ?
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთანდაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ჩვენი ქვეყნისკონსტიტუციისა და შიდა ინსტიტუციების…
საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას კახა კალაძე არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა არ მისცა ოპოზიციას
„სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? –…
ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტული პოტენციალსეცნობიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინისტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს.ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და…
კახა კალაძე: ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა დაუახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.ამის შესახებ…
კახა კალაძე ევროპული დელეგაციის წევრებზე: ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს, ასეთი ადამიანების განცხადებებს და ქმედებებს ჩალის ფასი აქვს
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის…
კახა კალაძე: არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი – მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას
„იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემსსამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა…
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს
კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს. საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected]. განაცხადების მიღება 11 ნოემბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარი დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ. საგრანტო დოკუმენტაციის ჩამონათვალი https://justice.gov.ge/?m=articles&lang=1&id=ZpiCvdXZp6
თამარ ჩიბურდანიძე: თბილისს თანამედროვე პოლიტიკისგან ჩამოწერილი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, რომელთაც პარლამენტი შესაბამისი პასუხით ხვდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რევოლუციის წამახალისებელი ევროპარლამენტარები კვლავ…
ISFED-ის ახალი კვლევა – ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობა
გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია„სამართლიანი არჩევნების“ ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვოგვერდებზე,…