დავით ქართველიშვილი NGO-ებზე – ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაუმჭვირვალობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ანტისამთავრობო…

პრემიერი – წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით

წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა,…

პრემიერი – ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში,  არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, ეს არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ…

ირაკლი კობახიძე – ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა

თვეებია გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა,…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

პრემიერი – ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს

პრემიერი – ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს ეს…

ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა  დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე  ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. „ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე  ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ  და ახლა 15%ს ჩამოცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.  ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ

ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ე.წ. ვეთინგი. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, მაგრამ დრემდე ვერავინ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით არგუმენტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეთინგით სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი. ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს  საქართველოში, არის  ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, ხარჯები

ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს  საქართველოში, არის სწორედ ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი…

ირაკლი კობახიძე – უნდათ ე.წ. „ვეთინგის სისტემის“ შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ

ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ…

ბექა ოდიშარია ნოდარ ხარშილაძეზე – ამ უსამშობლო ადამიანის აფინანსებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მოვუწოდებ, მოახდინონ რევიზია, რით არის ეს ადამიანი დაკავებული

მეცოდება ხალხი, რომლებიც ძალიან ვიწრო დიაპაზონისანი არიან. ასეთი ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის მასშტაბებს, რადგან…

ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად…

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს – ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას

ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების…

ვგმობ რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს! მხოლოდ ლაჩარს შეუძლია უდანაშაულო ადამიანის მოკვლა!

“ვგმობ რუსეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს, ვუსამძიმრებ რუს ხალხს, გარდაცვლილების ოჯახებს და დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას! აუცილებლად…

ვატო შაქარიშვილი: მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც ფაშიზმში გადაიზარდა, გადავხედე ბორელის, მიშელის, ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ გვერდებს – დუმილი

მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც უკვე ფაშიზმში გადაიზარდა!…