2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი
შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან
შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.
იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან
ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
+7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და
დასრულებულ ვიზიტებს.