fbpx

2023 წლის 21 მაისს,ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში,  საქართველოს დამოუკიდებლობის  დღის აღსანიშნავად, საქართველოს  საელჩომუმასპინძლა მიღებას ავსტრალიის ეროვნულ  გალერეაში  

ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.

სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანბერაში დაფუძნებულმა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა მუსიკალურმა გუნდმა “Worldly Goods” შეასრულა ორი უძველესი ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა: “მრავალჟამიერი” და “შენ ხარ ვენახი”.

საღამოს მსვლელობისას, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მელბურნში მოღვაწე ქართველი მულტიდისციპლინარული მხატვრის ქალბატონ ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრები. ხელოვანი ნინო ბოსიკაშვილი დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორთა შორის, ავსტრალიური CapsulesBook Pictoria-ს მიერ და მიღებული აქვს მონაწილეობა  30ზე მეტ გამოფენაში, რომელმაც თავისი უნიკალური მხატვრული ხედვით, მოხიბლა საზოგადოება.

საღამოს მსვლელობისას, გალერეაში არსებულ დიდ ეკრანზე განხორციელდა საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება.

სიდნეიში მოქმედი კომპანია „თამადის“ (www.tamada.com.au) სპონსორობით, საქართველოს საელჩომ სტუმრებს გადასცა საქართველოში წარმოებული პროდუქტების სასაჩუქრე ყუთები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება